State Opera of Georgia
  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 168

26 თებერვალი, 2020 წელი

გაეტანო დონიცეტი

სიყვარულის ნექტარი
კომიკური ოპერა 2 მოქმედებად

ლიბრეტოს ავტორი: ფელიჩე რომანი

ნემორინო კლოდიან კაჩანი
ადინა მარია რიტა კომბატელი
ბელკორე ალბერტო ბონიფაციო
დულკამარა  გივი გიგინეიშვილი
ჯანეტა ლეონორა ტესი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი
 
თეატრის მთავარი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე

დირიჟორი: კახი სოლომნიშვილი
დამდგმელი რეჟისორი: პაბლო მარიტანო
სცენოგრაფი: სერენა როკო
კოსტიუმების მხატვარი: ლორენა მარინი
განათების მხატვარი: ვირჯინიო ლევრიო

რეჟისორის ასისტენტი: ლელა გვარიშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი  – თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე

Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და  ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქცია
პროექტი Opera(e)Studio ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის
„შემოქმედებითი ევროპა“ მხარდაჭერით

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის პაბლო მარიტანოს შთაგონების წყარო კინემატოგრაფიის ოქროს ხანაა. ჯადოსნური სამყარო, რომელიც შეიქმნა იმ პერიოდის ჰოლივუდის ფილმების გადასაღები მოედნებისგან.
პირველი მოქმედება

პირველი სცენა
ნემორინო, ახალგაზრდა, ღარიბი გლეხი, უთვალთვალებს ფერმის მშვენიერ მეპატრონეს, ადინას, რომელიც დასასვენებლად ჩამომსხდარ მომკელებს შორის ზის და კითხულობს. ნემორინო სასოწარკვეთილია - ადინა ისეთი ლამაზია, ისეთი განათლებული და  მიუწვდომელი... მუშების თხოვნით, ადინა მათ ხმამაღლა უკითხავს, როგორ მოიპოვა მამაცმა ტრისტანმა მშვენიერი იზოლდას სიყვარული ჯადოსნური ელექსირის დახმარებით. ნემორინო გადაწყვეტს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ასეთი სასმელი.

გაისმის დაფდაფების ხმა და სოფელში შემოდის გარნიზონი სერჟანტ ბელკორეს მეთაურობით. ბელკორე დაუყოვნებლივ წარუდგება ადინას, ყვავილების თაიგულს მიართმევს და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, ცოლობას სთხოვს. ქალი ჰპირდება, რომ იფიქრებს ამაზე. შეშინებული ნემორინო სასწრაფოდ გამოუტყდება სიყვარულში ადინას, რომელიც პასუხობს, ჩემს სიყვარულზე ოცნებაში დრო ტყუილად არ დაკარგო, უმჯობესია ქალაქში მყოფ ავადმყოფ ბიძას მოუაროო.
 
მეორე სცენა
ამასობაში, სოფელში მოხეტიალე ექიმბაში, დულკამარა ჩამოდის და მოსახლეობას „სასწაულმოქმედ ბალზამებს“ სთავაზობს. ნემორინო მორიდებით კითხულობს, აქვს თუ არა მას ზუსტად ისეთი სიყვარულის ელექსირი, როგორიც ადინას წიგნშია აღწერილი. ბელკორე არწმუნებს, მაქვსო, და ერთ ბოთლ ბორდოს ღვინოს მიჰყიდის. ნემორინო ამ „ჯადოსნურ სასმელში“ უკანასკნელ დუკატს გადაიხდის და ბოთლს დაუყოვნებლივ გამოცლის. თუმცა, დულკამარა უხსნის, შედეგს მომდევნო დღეს დაელოდოს - ამ დროისთვის თაღლითი ექიმბაში უკვე ძალიან შორს იქნება.

ადინა გაოცებულია: ნემორინო თვალსა და ხელს შუა შეცვლილა, ხუმრობს, იცინის, მხიარულობს და მას ზედაც არ უყურებს. გაბრაზებული ქალი, სამაგიეროდ, ბელკორეს ეარშიყება და, რაკი გარნიზონმა სოფელი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, ქორწინებაზეც თანხმდება. თავზარდაცემული ნემორინო ევედრება ადინას, ერთი დღე მაინც მოიცადოს, ოღონდ, ამით მხოლოდ ბელკორეს რისხვას იმსახურებს. ადინა კი, დაძაბულობის განსამუხტად, სოფლელებს თავისთან, ნიშნობაზე ეპატიჟება.
 

მეორე მოქმედება

პირველი სცენა
წვეულება დიდი ხანია, დაიწყო, მაგრამ ადინა გაღიზიანებულია - მისი განზრახვა, საქორწინო კონტრაქტისთვის ხელი ნემორინოს ცხვირწინ მოეწერა, ჩაიშალა; ნემორინო წვეულებაზე არ მოდის. ამიტომ ქალი გადაწყვეტს, ქორწილი საღამომდე გადადოს.

სასოწარკვეთილი ნემორინო დულკამარას ეკითხება, როგორ უნდა დააჩქაროს ელექსირის მოქმედება. შარლატანი პასუხობს, ეს მხოლოდ დოზის გაზრდითაა შესაძლებელიო, და  თუკი ყმაწვილს მეორე ბოთლიც სურს, მან, ცხადია, უნდა გადაიხადოს. ჯიბეცარიელი ნემორინო იძულებულია, მისი მეტოქის, ბელკორეს შეთავაზება მიიღოს და ფულის გამო არმიაში ეწერება, სადაც ოც სკუდოს უხდიან, ისიც დაუყოვნებლივ გაქანდება ელექსირის მეორე ბოთლის საყიდლად.
 
მეორე სცენა
მოულოდნელად, სოფლელები ახალ ამბავს შეიტყობენ: ნემორინოს ქალაქელი ბიძა გარდაცვლილა და მისთვის დიდი მემკვიდრეობა დაუტოვებია. ახალგაზრდა კაცმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის, ამიტომ, როცა მეორე ბოთლის გამოცლის შემდეგ გოგოები ეხვევიან, ჰგონია, რომ ელექსირმა, ბოლოსდაბოლოს, მოქმედება დაიწყო.

ადინა, რომელიც ნემორინოს არმიაში ჩაწერის გამო თავს იდანაშაულებს, მას გოგონების გარემოცვაში ხედავს და ეჭვიანობს. დულკამარა ქალს ელექსირის საოცარ ძალაზე ეტრაბახება და მის გასინჯვას სთავაზობს. მაგრამ ადინა დარწმუნებულია საკუთარი ძალებში.

გოგონებით გარემოცული ნემორინო ადინას თვალებში ცრემლებს ამჩნევს და ჰგონია, რომ ქალი მის გამო დარდობს. თუმცა, როცა ადინა ატყობინებს, რომ მისი გაწვევის საბუთები გამოისყიდა, ის კვლავ გულგრილი რჩება.

საბოლოოდ, ადინა ნემორინოს სიყვარულში გამოუტყდება. მოულოდნელად შემოსული ბელკორე წყვილს ერთად ხედავს, ნირწამხდარი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, ამქვეყნად ათასობით ქალი ოცნებობს ჩემს სიყვარულზეო. სოფლელები დიდი პატივით მიაცილებენ დულკამარას, რომელიც ახალ-ახალი სივრცეების დასაპყრობად მიემართება.


  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი