GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2024.01.08

საბალეტო დასის გასტროლი იტალიასა და გერმანიაში

24 იანვრიდან საბალეტო დასი საგასტროლოდ მიემგზავრება იტალიასა და გერმანიაში. საქართველოს სახელმწიფო ბალეტი გასტროლზე ჩაიკოვსკის „გედების ტბას“ წარმოადგენს.

გასტროლი კატანიაში, „მასიმო ბელინის“ თეატრში დაიწყება. თეატრის ორკესტრს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს.

სპექტაკლები ასევე გაიმართება ქალაქებში - მოდენა, პიაჩენცა, პარმა, ვიჩენცა და ლუდვიგსბურგი.