Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

პიოტრ ჩაიკოვსკი

გედების ტბა

ბალეტი ორ მოქმედებად

ნინო ანანიაშვილის ლიბრეტო ვლადიმერ ბეგიჩევისა და ვასილ ჰელცერის მიხედვით
მარიუს პეტიპას და ლევ ივანოვის ქორეოგრაფია

 
ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა

მსოფლიო პრემიერა შედგა 1877 წლის 20 თებერვალს, მოსკოვში

ბალეტი თბილისში პირველად წარმოადგინეს 1907 წლის 25 მაისს, სახაზინო თეატრში, ოლგა პრეობრაჟენსკაიას ბენეფისზე.

ახალი რედაქციის პრემიერა თბილისში: 2026 წლის 21 მაისი

 

ოდეტა-ოდილია - ნინო სამადაშვილი
პრინცი ზიგფრიდი - ლორენცო ლოდი

დამდგმელი დირიჟორი: ლევან ჯაგაევი
დამდგმელი მხატვარი: დავით მონავარდისაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: კირილ გასილინი
განათების მხატვარი: სტინ ბიარკე

დამდგმელი ქორეოგრაფების მთავარი ასისტენტი და ბალეტმაისტერი: ტატიანა რასტორგუევა
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი: ეკატერინე შავლიაშვილი


თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

დირიჟორი: ლევან ჯაგაევი

ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი


*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მეორე მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

პროლოგი

ტბის ნაპირზე ღამეა, ნისლში გახვეული, ჩუმი და იდუმალი. აქ, ტბის პირას, ბოროტი ჯადოქარი როტბარტი მშვენიერ გოგონებს აჯადოებს და გედებად აქცევს. მათ შორის აღმოჩნდა პრინცესა ოდეტა.

დღისით ოდეტა გედად იქცევა, ღამით კი ადამიანის სახეს იბრუნებს. მისი დახსნა ჭეშმარიტი სიყვარულის ფიცითაა შესაძლებელი.

 

I მოქმედება

პირველი სურათი. სასახლის ბაღი

სამეფო სასახლის ბაღში ახალგაზრდა პრინცი ზიგფრიდი სრულწლოვანებას აღნიშნავს. დედოფალი მას არბალეტს უსახსოვრებს და შეახსენებს, რომ დადგა დრო შეარჩიოს მეუღლე. მეგობრების მხიარულ გარემოცვაში პრინცი შინაგანად მაინც მარტოა. 

წვეულება მთავრდება. პრინცის ყურადღებას ტბისკენ მიმავალი თეთრი გედების გუნდი იქცევს და მეგობრებთან ერთად მათ კვალს მიჰყვება. 

 

მეორე სურათი. ტბა, ძველი ციხესიმაგრის ფონზე

ტბასთან ზიგფრიდს უცნაური და მომნუსხველი სანახაობა ხვდება: გედები ქალებად გადაიქცევიან. მათ შორისაა ოდეტა.

პრინცი ოდეტას ტრაგიკულ ისტორიას ისმენს და სიყვარულს ეფიცება. ოდეტა სიფრთხილით იღებს ფიცს, რადგან იცის, რომ მისი დარღვევა როტბარტის წყევლას სამუდამოს გახდის.

 

 

II მოქმედება

მესამე სურათი. მეჯლისი

სამეფო დარბაზში მეჯლისი იმართება. ზიგფრიდს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ პრინცესებს წარუდგენენ, მაგრამ იგი მხოლოდ ოდეტაზე ფიქრობს.

მოულოდნელად სასახლეში გამოჩნდება როტბარტი ქალიშვილთან - ოდილიასთან ერთად, რომელიც საოცრად ჰგავს ოდეტას. მოტყუებული ზიგფრიდი ოდილიას სიყვარულს ეფიცება და ამით არღვევს საკუთარ ფიცს.

სასახლის სარკმლიდან ოდეტა ტკივილით ადევნებს თვალს პრინცის ღალატს. ზიგფრიდი ხვდება საკუთარ შეცდომას და ტბისკენ გარბის.

 

მეოთხე სურათი. ისევ ტბასთან

ტბასთან დაბრუნებული სასოწარკვეთილი ოდეტა გედებს უყვება, რომ პრინცის ღალატის გამო იგი დაიღუპება. გედები მას ამხნევებენ.

ტბასთან მოდის ზიგფრიდი. იგი პატიებას სთხოვს ოდეტას და მზად არის, ყველაფერი შესწიროს. მათი სიყვარული ბევრად ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე როტბარტის ჯადოქრობა. როტბარტი იღუპება. ოდეტა და მასთან ერთად გედებად გადაქცეული გოგონები ჯადოსგან თავისუფლდებიან.

 

ეპილოგი

ტბა მშვიდია. ნისლი იფანტება. ამომავლი მზე სიყვარულსა და ბედნიერებას ასხივებს...