Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

კონკურსი Opera Crown

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN 2018 წლის მაისში დაფუძნდა. კონკურსი ყოველ წელს საქართველოს დედაქალაქში ტარდება და კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად საუკეთესო და კეთილგანწყობილ გარემოს სთავაზობს. 

კონკურსი ღიაა ოპერის მომღერლებისთვის, რომლებიც  იმყოფებიან პროფესიული კარიერის დასაწყისში და მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობას, აძლევს რა შესაძლებლობას წარსდგნენ ოპერის სფეროში წამყვანი სპეციალისტებისგან - მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებისა და დირექტორებისგან, ასევე უდიდესი სააგენტოების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.

მეხუთე კონკურსი 2026 წლის 8 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით თბილისის ოპერის თეატრში ჩატარდება. 

 

კონკურსი შედგება შესარჩევი მოსმენებისგან და სამი ტურისგან.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესარჩევი ეტაპის გასავლელად უნდა გამოაგზავნონ ვიდეოჩანაწერები,

ან

დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ ცოცხალ მოსმენებში პრაღაში, ბუდაპეშტსა და ვაშინგტონში.  

  

ვიდეოჩანაწერების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი;

ცოცხალ მოსმენებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 სექტემბერი.

 

შესარჩევი მოსმენა პრაღაში: 18 -19 სექტემბერი, 2026
სახელმწიფო ოპერის თეატრი
მისამართი: ლეგეროვა 75/57, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა


შესარჩევი მოსმენა ბუდაპეშტში: 21-22 სექტემბერი, 2026
Eiffel Art Studios
მისამართი: კობანიაის ქ. 30, 1101, ბუდაპეშტი, უნგრეთი

 

შესარჩევი მოსმენა ვაშინგტონში: 11 სექტემბერი, 2026

ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის სტუდია

მისამართი: 6925 უილოუ სტრიტი, III სართული, ვაშინგტონი, აშშ

 

შედეგად თბილისში დაახლოებით 50 მომღერალი იქნება  მოწვეული სხვადასხვა ქვეყნიდან. 

 

გაეცანით ინფორმაციას 2026 წლის ჟიურის წევრებისა და კონკურსის პირობების შესახებ. 

ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: operacrowntbilisi@gmail.com

 

OPERA CROWN 2018 ბუკლეტი

გამარჯვებულები 2018

OPERA CROWN 2021 ბუკლეტი

გამარჯვებულები 2021

OPERA CROWN 2023 ბუკლეტი

გამარჯვებულები 2023

OPERA CROWN 2025 ბუკლეტი

გამარჯვებულები 2025