თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი
სოლისტი - ვალერი სოკოლოვი
დირიჟორი - ჯანლუკა მარჩანო
ფესტივალის სპეციალური სტუმარი ვალერი სოკოლოვი (ვიოლინო) ვალერი სოკოლოვი დაიბადა 1986 წელს ხარკოვში. 1999 წელს იგი დააჯილდოვეს სასწავლო გრანტის პრიზით პამპლონაში, პაბლო სარასტეს სახელობის კონკურსზე, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა სწავლა ნატალია ბოიარსკაიასთან იეჰუდი მენუჰინის სახელობის სკოლაში, ინგლისში. 2005 წლის მოიპოვა „გრან პრი“ ჯორჯ ენესკუს სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის შესრულებით, აგრეთვე დაიმსახურა პრიზი ენესკუს III სონატის „საუკეთესო შესრულებისათვის“ და „ენესკუს ფონდის პრიზი“. ვალერი სოკოლოვზე მოთხოვნა გამუდმებით იზრდება სავიოლინო რეპერტუარის ყველაზე რთული ნაწარმოებების გასაოცრად მომწიფებული შესრულების გამო. მიმდინარე და სამომავლო გამოსვლებს შორის აღსანიშნავია კონცერტები საფრანგეთის ეროვნულ, პარიზის ფილარმონიულ, ევროპის კამერულ, ლივერპულის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრებთან, სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან, ბორდოს ეროვნულ ორკესტრთან, ნიდერლანდების სამეფოს რადიო-ფილარმონიულ ორკესტრთან. აღსანიშნავია ასევე კონცერტები პეტერბურგის მარიას თეატრში, ვერბიესა, კოლმარის ფესტივალებსა და მისსავე საკუთარ ფესტივალზე ხარკოვში. 2011 წლის ოქტომბერში EMI/Virgin-ის ფირმის მიერ გამოიცა ციურიხის ტონჰალე-ორკესტრთან და დავით ცინმანთან ერთად ჩაწერილი ბარტოკისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. ვალერი თანამშრომლობდა დირიჟორებთან: ვლადიმერ აშკენაზი, ივორ ბოლტონი, ანდრეი ბორეიკო, სუზანა მელკი, იანიკ ნეზეტ-სეგენი, პიტერ უნჯიანი, ვასილი პეტრენკო, კვამე რაიანი, ჰიუბერტ სუდანი და იან პასკალ ტორტელიე. ვალერი სოკოლოვი გამოდიოდა მაღალი დონის ორკესტრებთან: როტერდამის ფილარმონიული, ტოკიოს სიმფონიური, მოცარტეუმის, ბრემენის დოიჩე კამერ-ფილარმონიული, კლივლენდისა და ჰალეს ორკესტრები; იგი წარსდგა ასპენის, სენ-დენისა და გშტაადის ცნობილ ფესტივალებზე. 2008 წელს შედგა მისი ამერიკული დებიუტი კარნეგი ჰოლში ბორის ტიჩენკოს კონცერტით ფორტეპიანოსა და ვიოლინოსათვის. ვალერი სოკოლოვი არაერთხელ წარსდგა პარიზში შატლეს თეატრში, ლონდონის უიგმორ-ჰოლში და ლიონის აუდიტორიის „დიდი შემსრულებლების“ სერიის კონცერტებზე. მონაწილეობა მიიღო კისინჯერ სომერის, ლოკენჰაუსის, რავენისა და მეკლენბურგ-ვორპომერნის ფესტივალებში, დაუკრა ლინკოლნის ცენტრში, ბადენ-ბადენის ფესტშპილჰაუსში, ესენის ფილარმონიაში, აგრეთვე ვანკუვერსა და ჰონგ-კონგში. იგი თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ პიანისტებთან, როგორებიც არიან: კეთრინ სტოტი, ევგენი იზოტოვი და იგორ ლევიტი; ვიოლონჩელისტებთან _ ლეონიდ გოროხოვთან და მაქსიმილიან ჰორნუნგთან. EM EMI/Virgin -ის კლასიკთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ვალერი სოკოლოვი ქმნის ჩანაწერების მრავალფეროვან კატალოგს. 2009 წელს მან გამოსცა ენესკუს სონატა ¹3 პიანისტ სვეტლანა კოსენკოსთან ერთად. DVD-ზე ჩაწერილი მისი პირველი კონცერტი იყო სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი ვლადიმერ აშკენაზის დირიჟორობით ევროპის კამერულ ორკესტრთან ერთად, ასევე ბრუნო მონსენჟონის ფილმი („ვიოლინო სულში, ან მევიოლინედ დაბადებული“), ვალერის გამოსვლა ტულუზაში 2004 წელს, რამაც კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა და ხშირად გადაიცემა ARTE TV-ის ეთერში.
|