GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

დავით ანანელი

წამყვანი სოლისტი

2003-2010 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასში ბალეტის მოცეკვავე.

2010 წლიდან - ამავე თეატრის სოლისტი.

2010 წლიდან - წამყვანი სოლისტი.

რეპერტუარი

გორდა - თორაძე, „გორდა“

ჰანსი - ადანი, „ჟიზელი“

იასონი - „მედეა“

„ცარევიჩი“ - სტრავინსკი, „ფასკუნჯი“

ესპადა, ბოლერო - მინკუსი, „დონ კიხოტი“

ესპანური ცეკვა, მაზურკა, როტბარტი - ჩაიკოვსკი, გედების ტბა“

მენგო, ცეკვა კასტანიეტებით - კრეინი, „ლაურენსია“

დროსელმაიერი, პრინცი ოშხადი, აღმოსავლური თოჯინა - ჩაიკოვსკი, „მაკნატუნა“

ტიბალდი, პარისი - პროკოფიევი, „რომეო და ჯულიეტა“

პეტროვი - მიოლერი, „ნატალი“

ოქროს მონა - რიმსკი-კორსაკოვი, „შეჰერეზადა“

კავალერი, პრინცი ფორტუნე - ჩაიკოვსკი, „მძინარე მზეთუნახავი“

ჯეპეტო - რესპიგი, „პინოკიო“

ბრაბანციო - მაჭავარიანი, „ოტელო“

წამყვანი პარტიები ბალეტებში: „სერენადა“, „ბუგაკუ“, „მოცარტიანა“, „სიმფონიური ვესტერნი“, „სიმფონია დო მაჟორში“, „კონჩერტო ბაროკო“, „დუო კონჩერტანტე“ (ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფია), „შოპენიანა“ (მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფია), „ტაისი პა-დე-დე“ (ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია), „სიზმრები იაპონიაზე“, „ბიზე-ვარიაციები“ (ალექსეი რატმანსკის ქორეოგრაფია), „საგალობელი“, „ანარეკლები“ (იური პოსოხოვის ქორეოგრაფია), „წამი გარდასახვამდე“ (თრეი მაკინტაირის ქორეოგრაფია), „საიდუმლო ბაღი“ (საშა ევთიმოვას ქორეოგრაფია), „პატარა სიკვდილი“, „გადასასვლელი ქვები“, „ექვსი ცეკვა“, „სარაბანდა“ (ირჟი კილიანის ქორეოგრაფია), „პატარა ცერემონია“ „ორავა“ (მედი ვალერსკის ქორეოგრაფია).

გამოსვლები საზღვარგარეთ

მონაწილეობდა საბალეტო დასის გასტროლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, ჩინეთში, იტალიაში, ტაივანში, დუბაიში, უკრაინაში, სომხეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იაპონიაში, ესტონეთში, ფინეთში, ყაზახეთში, ისრაელში, ეგვიპტეში, რუმინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელარუსიაში.