GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ნინო სამადაშვილი

წამყვანი სოლისტი

2011-2014 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე

2014 წლიდან - თეატრის  სოლისტი

2016 წლიდან - წამყვანი სოლისტი

რეპერტუარი

ოდეტა-ოდილია - ჩაიკოვსკი, „გედების ტბა“

ჟიზელი, მირტა - ადანი, „ჟიზელი“

ნიკია , ჰამზათი - მინკუსი, „ბაიადერა“

რაიმონდა- გლაზუნოვი,  „რაიმონდა“

ჯულიეტა - პროკოფიევი, „რომეო და ჯულიეტა“

ფერია დრაჟე - ჩაიკოვსკი, „მაკნატუნა“

ჩელიტა, დრიადების მბრძანებელი, პირველი და მეორე ვარიაცია, ქუჩის მოცეკვავე  - მინკუსი, „დონ კიხოტი“

ირემა - თორაძე, „გორდა“

ლაურენსია, ხასინტა - კრეინი, „ლაურენსია“

ფასკუნჯი - სტრავინსკი, „ფასკუნჯი“

წუნა - დავითაშვილი, „წუნა და წრუწუნა“

ახალგაზრდა გოგონა - მესაჟე, „ორი მტრედი“

ავრორა, ფერია იასამანი  - ჩაიკოვსკი, „მძინარე მზეთუნახავი“

ტერფსიქორა - სტრავინსკი, „აპოლონ მუსაგეტი“

მედეა - „მედეა“  

ფერია - რესპიგი, „პინოკიო“

 

ნატალი - მიოლერი, „ნატალი“

ემილია, ბიანკა - მაჭავარიანი, „ოტელო“

 წამყვანი პარტიები ბალეტებში: „სერენადა“,  „მოცარტიანა“,  „სიმფონია დო მაჟორი“, „კონჩერტო ბაროკო“, ჩაიკოვსკის პა დე დე  (ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფია), „შოპენიანა“ (მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფია), „ბიზე ვარიაციები“, „სიზმრები იაპონიაზე“ (ალექსეი რატმანსკის ქორეოგრაფია), „საგალობელი“, „ანარეკლი“ (იური პოსოხოვის ქორეოგრაფია), „წამი გარდასახვამდე“ (თრეი მაკინტაერის ქორეოგრაფია), „კონსერვატორია“ (აუგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია), „ფრთები“ (გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია) „საიდუმლო ბაღი“ (საშა ევთიმოვას ქორეოგრაფია), Petite Mort (კილიანის ქორეოგრაფია), Petite Cérémonie, Orawa მედი ვალერსკის ქორეოგრაფია), „კარმინა ბურანა“ (ილია ჟივოის ქორეოგრაფია), „თვალის დახამხამება“ (მარია ბარიოსის ქორეოგრაფია).

გამოსვლები საზღვარგარეთ

მონაწილეობდა საბალეტო დასის გასტროლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, რუსეთში, იაპონიაში, ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში, ბელარუსში, აშშ-ში, ბეირუთში, ყაზახეთსა და ისრაელში.

„გედების ტბა“, მინსკი, ბელარუსის ნაციონალური თეატრი

„გედების ტბა“, პარიზი, სანკტ-პეტერბურგის კლასიკური ბალეტის თეატრი  

„ლაურენსია“, მინსკი, ბელარუსის ნაციონალური თეატრი

„ფასკუნჯი“, მინსკი, ბელარუსის ნაციონალური თეატრი

„ფასკუნჯი“, „შოპენიანა“, ანდრის ლიეპას საღამო. დუბაი

ჯილდოები

რიგის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის Rigas Pavasaris პირველი ადგილის და გრან-პრიზის მფლობელი (2013)