GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო

ჯორჯ ბალანჩინის ბალეტების დადგმა განხორციელდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან თანამშრომლობით და შეესაბამება ბალანჩინის სტილსა©  და ბალანჩინის ტექნიკას©

 

პროგრამა 

პიოტრ  ჩაიკოვსკი

სერენადა

დამდგმელი ბალეტმაისტერები:  ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი

დამდგმელი დირიჟორი:  ზაზა კალმახელიძე

საბალეტო დასი მადლობას უხდის მერილინ ბურბენკს,

„Mirella Dancewear”  პრეზიდენტს, „სერენადას“ კოსტიუმების გადმოცემისათვის

პრემიერა თბილისში გაიმართა 2005 წლის 20 მაისს

ხანგრძლივობა: 31 წუთი

 

კონჩერტო ბაროკო

მუსიკა: იოჰან სებასტიან ბახი. კონცერტი ორი ვიოლინოსა

და ორკესტრისათვის რე მინორი, BWV 1043

დამდგმელი ბალეტმაისტერები: ბარტ კუკი, ბენ ჰაისი

დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია

მსოფლიო პრემიერა შედგა 1941 წლის 27 ივნისს, რიო დე ჟანეიროში

პრემიერა თბილისში გაიმართა 2014 წლის 23 მაისს

ხანგრძლივობა: 18 წუთი

  

პიოტრ ჩაიკოვსკი

მოცარტიანა

დამდგმელი ბალეტმაისტერები: ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი

დამდგმელი დირიჟორი: ზაზა კალმახელიძე

დამდგმელი მხატვარი:  რუბენ ტერ-არუთინიანი

კოსტიუმების მხატვარ-შემსრულებელი: ნათია სირბილაძე

პრემიერა თბილისში გაიმართა 2005 წლის 26 ნოემბერს  

ხანგრძლივობა: 28 წუთი

  

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

დირიჟორი - დავით მუქერია

 

ბალეტის   ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი

შინაარსი

ვრცლად

ჯორჯ ბალანჩინი

სერენადა - ცეკვა მთვარის შუქზე

„ბალეტი „სერენადა“ გახლავთ  ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი პირველი ნამუშევარი. ამერიკაში ჩასვლიდან სულ მოკლე ხანში, ლინკოლნ კირსტაინთან და ედუარდ მ. მ. უორბურგომთან ერთად, ნიუ იორკში ამერიკის საბალეტო სკოლა გავხსენი. პროგრამაში სასცენო ოსტატობის საღამოს გაკვეთილები ჩავსვი, რადგან მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა, როგორ განსხვავდება სცენაზე გამოსვლა კლასში მუშაობისაგან. „სერენადა“ გახდა იმ გაკვეთილების შედეგი, რომელსაც მე ვაძლევდი...

ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბალეტი გარკვეულ სიუჟეტს ატარებს.  ეს ასე არა არის.  მასში მოცეკვავეები შესანიშნავი მუსიკის თანხლებით უბრალოდ მოძრაობენ. ერთადერთი სიუჟეტი ამ ბალეტისა - ეს არის სერენადის მუსიკა, თუ გნებავთ - ეს არის ცეკვა მთვარესთან ერთად.

იმის მიუხედავად, რომ ჩაიკოვსკის პიესა არ იყო გათვალისწინებული ბალეტისათვის, მისი ოთხივე ნაწილის საცეკვაო ხასიათი სხვადასხვა ემოციისა და სიტუაციის არსებობის საშუალებას იძლევა. ამიტომაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბალეტს აქვს თავისი სიუჟეტური საფუძველი და მაყურებელი მასში ხედავს და ასხვავებს თავის მუსიკას და თავის ცეკვას.

„სერენადამ“ რამდენიმე რედაქციული ცვლილება განიცადა“.

 (ჯორჯ ბალანჩინის წიგნიდან „ას ერთი მოთხრობა დიდ ბალეტზე“ ფ. მეისონთან თანაავტორობით)

  

 კონჩერტო ბაროკო

Concerto Barocco  შესახებ ბალანჩინი ამბობდა: „თუკი ქორეოგრაფი კლასიკური ცეკვის განვითარებაში მუსიკის განვითარების შესაბამისობას ხედავს და ორივე შესწავლილი აქვს, ის დიადი მუსიკალური ნაწარმოებიდან მუდმივ შთაგონებას მიიღებს“.

 ბალეტის პირველ ნაწილში ორი ბალერინა ვიოლინოს განასახიერებს, რვა მოცეკვავე ქალი კი მათ კომპანიას უწევს. მეორე ნაწილში მამაკაცი მოცეკვავე წამყვან ბალერინებს პა დე დე-ში უერთდება. ფინალურ ალეგროში კი ანსამბლის სრული შემადგენლობა ბახის მუსიკის ცოცხალ რიტმს გამოხატავს.

Concerto Barocco თავდაპირველად ბალანჩინი ამერიკის საბალეტო სკოლაში რეპეტიციებისთვის იყენებდა; ის „ამერიკის საბალეტო ქარავნის“ ანსამბლმა სამხრეთ ამერიკის ისტორიულ ტურნეზე წარმოადგინა, მოგვიანებით კი მონტე კარლოს რუსული ბალეტის რეპერტუარის ნაწილი გახდა. 1951 წელს ბალანჩინმა თავდაპირველი კოსტიუმები შეცვალა და მოცეკვავეები სავარჯიშო სამოსში გამოაწყო, რაც ალბათ თანამედროვე ბალეტებში მის მიერ გამოყენებული კოსტიუმების პირველი მაგალითი იყო. 1948 წლის 11 ოქტომბერს  Concerto Barocco  „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველ პროგრამაში შეტანილი სამი ბალეტიდან ერთ-ერთი იყო.

  

მოცარტიანა

ჯორჯ ბალანჩინმა 1933 წელს, პარიზში, თავისი  დასისათვის - „ბალე 33“, დადგა ბალეტი„მოცარტიანა“, რომლის მუსიკალური საფუძველი გახდა პიოტრ ჩაიკოვსკის მიერ გაორკესტრებული ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საფორტეპიანო პიესები. ეს იყო მისი შემთხვევა, როცა მან ბალეტის დადგმისთვის ჩაიკოვსკის მუსიკას მიმართა. იმავე წელს ბალანჩინი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მოკლე დროში  ამ ბალეტის ახალი  ვერსია დადგა.

1981 წელს ჯორჯ ბალანჩინმა „მოცარტიანას“ კიდევ ახალი რედაქცია წარმოადგინა. „მოცარტიანა“ შექმნილი იყო ისეთი მაყურებლისათვის, რომელიც აფასებდა და კარგად იცნობდა XX საუკუნის კლასიკურ ბალეტს. ეს კამერული ხასიათის ბალეტი ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედებაში ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩნდა მოცარტის  „რეკვიემისა“ და ჩაიკოვსკის  „მეექვსე სიმფონიის“ მსგავსად.

სამგლოვიაროდ არიან გამოწყობილი ბალეტის პერსონაჟები.ელეგანტური შავი კოსტიუმი აცვია სამეფო კარის მოცეკვავესაც. ბალერინას ამ სამგლოვიარო ტანსაცმლის ქვეშ (ეს როლი სპეციალურად სიუზან ფარელისათვის დადგა მისტერ ბიმ) მოჩანს თეთრი ფერის მაქმანი, რომელიც მარადიულობისა და სრულყოფილების სიმბოლოა. მისი პარტნიორი თეთრი ფერის პერანგსა და ლურჯ ჟილეტშია გამოწყობილი. ძნელი სათქმელია ვინ იგულისხმება ამ პერსონაჟში - მოცარტი თუ თვითონ ბალანჩინი. იქნებ სწორედ ამიტომ შეარჩია ამ პერსონაჟისათვის ბალანჩინმა აღნაგობით მისი მსგავსი დანიელი მოცეკვავე  იბ ანდერსენი.

„მოცარტიანაში“, როგორც ქორეოგრაფის შემოქმედების მკვლევრები აღნიშნავენ, ბალანჩინი ეთხოვებოდა ყველას და ყველაფერს, რის და ვის გარეშეც ცხოვრება არ შეეძლო.

იდუმალი და უსიუჟეტო „მოცარტიანა“ იწყება ლოცვით (Preghiera), რასაც მოსდევს სამეფო კარის მოცეკვავის (ჟიგა) სოლო პარტია ოთხი ბალერინას თანხლებით, ბალერინასა და პრემიერის ვარიაციები და დახვეწილი პა-დე-დე. შემოქმედისა და მისი მუზის დიალოგს აგვირგვინებს საზეიმო ფინალი.