თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს დედაქალაქში ტარდება და ყოველ ჯერზე კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად საუკეთესო და კეთილგანწყობილ გარემოს სთავაზობს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ოპერის მომღერლებს, რომლებიც იმყოფებიან პროფესიული კარიერის დასაწყისში. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას, აძლევს რა შესაძლებლობას წარსდგნენ ოპერის სფეროში წამყვანი სპეციალისტებისგან - მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებისა და კასტინგ დირექტორებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.
Opera Crown 2023 გამარჯვებულები იხილეთ აქ