Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2025.08.26

თბილისის ოპერის თეატრის დასი პაფოსის აფროდიტეს ფესტივალზე ბრუნდება

პაფოსის მერიისა და კომპანია Papadopoulos & Schinis Productions-ის მიწვევით, თბილისის ოპერის თეატრის დასი ზედიზედ მეორედ  პაფოსის აფროდიტეს ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

წელს, თეატრის საოპერო დასი კვიპროსის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 5 და 6 სექტემბერს პაფოსის ისტორიულ ციხესიმაგრეში, წარმოადგენს ბიზეს ოპერას „კარმენი“.