ძვირფასო მაყურებლებო!
გაცნობებთ, რომ 7,8,13,14,15,20,21,22 ივნისს დაგეგმილი "მადამ ბატერფლაის" საპრემიერო სპექტაკლები გადაიდო ტექნიკური მიზეზების გამო. ახალ თარიღებს გაცნობებთ უახლოეს დღეებში.
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ შეძენის ადგილებზე - ოპერის თეატრის სალაროში და www.tkt.ge- ზე.
ონლაინ შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ 3 დღეში.
ოპერის თეატრის სალაროში შეძენილი ბილეთების თანხა შეგიძლიათ დაიბრუნოთ სალაროში 22 ივნისის ჩათვლით.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისათვის.