GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2023.11.22

ოლივიე პატეს მასტერკლასები

ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი ოლივიე პატე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მოწვევით ეწვია. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ქორეოგრაფმა 14-22 ნოემბერს მასტერკლასები ჩაატარა. ოლივიე პატეს კარიერა დაკავშირებულია ჯორჯ ბალანჩინთან, ჯერომ რობინსთან და როლან პეტისთან. 1983 წელს ოლივიე პატე რუდოლფ ნურეევმა „კოპელიაში“ ფრანცის როლისთვის შეარჩია. 2013 წელს მას ფლანდრიის სამეფო ბალეტის ოსტატის ტიტული მიენიჭა. ოლივიე პატე თბილისში მეორედ იმყოფებოდა მასტერკლასების ჩასატარებლად.