GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2023.11.14

ლუდვიგ მინკუსის ბალეტის „ბაიადერას“ პრემიერა

2023 წლის 14 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერას“ პრემიერა გაიმართა.

„ბაიადერას“ ლიბრეტო მარიუს პეტიპას და სერგეი ხუდეკოვის ლიბრეტოს მიხედვით ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. ნინო ანანიაშვილი, ალექსეი ფადეეჩევთან ერთად, ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფია. ბალეტის ახალი რედაქცია მარიუს პეტიპას ისტორიულ, ორიგინალურ დადგმაზე არის დაფუძნებული დაგამოყენებულია ფრაგმენტები ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიიდან (პა დ’აქსიონი).

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ბაიადერა“ პირველად მაყურებელმა 1912 წლის 30 მაისს ნახა, სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის გასტროლის დროს. 

1968 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა „ბაიადერას“ საკუთარი ვერსია დადგა.

2023 წლის სპექტაკლი, რომელიც ნინო ანანიაშვილს და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით, „ბაიადერას“ მეოთხე, მაგრამ განსხვავებული ქორეოგრაფიული რედაქციაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.