ამა წლის 25 ნოემბრს დასრულდა თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN.
კონკურსის ჟიური შედგებოდა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებისგან: სამეფო ოპერის თეატრის „კოვენტ გარდენი“ კასტინგ დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის სამხატვრო დაგეგმარების ხელმძღვანელი სამუელ გელბერი, ვენის სახელმწიფო ოპერის კასტინგ დირექტორი რობერტ კერნერი, უნგრეთის სახელმწიფო ოპერის გენერალური დირექტორი სილვესტერ ოკოვაჩი, შოტლანდიის ოპერის კასტინგ დირექტორი სარა-ჯეინ დევისი, დრეზდენის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პეტერ თაილერი, გეტებორგის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჰენინგ რუჰი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი, სააგენტო Atelier Musicale International პროდიუსერი და მენეჯერი ვირჯინიო ფედელი; ჟიურის თავმჯდომარე - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN გამარჯვებულები არიან:
I პრემია: ელმინა ჰასანი (საქართველო-აზერბაიჯანი)
II პრემია: ანა ფალავანდიშვილი (საქართველო)
III პრემია: დინმუჰამედ კოშკინბაევი (ყაზახეთი)
კონკურსის გამარჯვებულს პირველი პრემია გადასცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ წულუკიძემ, მეორე პრემიის მფლობელი დააჯილდოვა კომპანია „ალ-მუთფარდას“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აბდულაზიზ ჰასან ზაქრიმ, ხოლო მესამე პრემიის ლაურეატი - კომპანია „გემუანის“ დამფუძნებელმა არჩილ ჯალიაშვილმა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრიზი ალიხან ზეინოლას (ყაზახეთი) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ გადასცა.
2023 წლის კონკურსის მხარდამჭერები: