GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2023.09.20

ხულიო ბოკას მასტერკლასები

საბალეტო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოცეკვავე, არგენტინელი ხულიო ბოკა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასისთვის  ერთკვირიან მასტერ-კლასებს ატარებს. ყოველდღიურ საბალეტო კლასებთან ერთად ხულიო ბოკა „გედების ტბის“ რეპეტიციებზე  იმუშავებს.

ხულიო ბოკა ოცი  წელი ცეკვავდა ამერიკის ბალეტის თეატრში (ABT),  სადაც იგი პარტნიორობას უწევდა აღიარებულ ბალერინებს  კარლა ფრაჩის,  ელეონორა კასანოს, ნატალია მაკაროვას, ნინო ანანიაშვილს, ალესანდრა ფერის, ალინა კოჟოკარს და სხვა მოცეკვავეებს.

მოწვეული სოლისტის რანგში ხულიო ბოკა გამოდიოდა ლონდონის სამეფო ბალეტში,  ლა სკალაში, ინგლისის ნაციონალურ ბალეტში, მადრიდის, დანიის, ოსლოს, შტუტგარტის  საბალეტო კომპანიებში,  პარიზის გრანდ ოპერაში და სხვათეატრებში.

ხულიო ბოკა სცენას 2007 წლის 22 დეკემბერს, ბუენოს აირესში, 300,000-ზე მეტი მაყურებლის წინაშე, ღია ცის ქვეშ გამართული გალა-კონცერტით დაემშვიდობა. ამ საღამოზე მან, ნინო ანანიაშვილთან ერთად, შეასრულა შავი პა დე დე ბალეტიდან „გედების ტბა".

ბოკა 1987 წელს New York Times-მა „წლის მოცეკვავედ“ დაასახელა. მინიჭებული აქვს  „წლის პერსონის“ ტიტული (საფრანგეთი,1990).

დღეს ის, როგორც საერთაშორისო მოწვეული ბალეტის პედაგოგი მუშაობს მთელ  მსოფლიოში, საბალეტო სკოლებსა და კომპანიებში.