GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2023.05.06

„დონ კიხოტი“ ბოლონიაში

იტალიის ქალაქ ბოლონიაში 2023 წლის 4 და 5 მაისს (Bologna Exhibition Center-ში) თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასმა ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტი“ წარუდგინა მაყურებელს. მთავარი პარტიები ნინო ხახუტაშვილმა და კაიტო ჰოსოიამ (4 მაისი) და ნინო სამადაშვილმა და რაზმიკ მარუკიანმა (სომხეთის ოპერისა და ბალეტის ნაციონალური თეატრის წამყავნი სოლისტი. 5 მაისი) იცეკვეს.Teatro Comunale di Bologna-ს ორკესტრს პაპუნა ღვაბერიძე დირიჟორობდა.