GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2023.09.13

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN წელს, 20-25 ნოემბერს გაიმართება

 OPERA CROWN 2023: წესები და პირობები და სააპლიკაციო ფორმა

 

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა.  კონკურსი  ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს დედაქალაქში ტარდება და ყოველ ჯერზე კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად საუკეთესო და კეთილგანწყობილ გარემოს სთავაზობს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ოპერის მომღერლებს, რომლებიც  იმყოფებიან პროფესიული კარიერის დასაწყისში. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას, აძლევს რა შესაძლებლობას წარსდგნენ ოპერის სფეროში წამყვანი სპეციალისტებისგან - მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებისა და კასტინგ  დირექტორებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.

შესარჩევი მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩატარდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე, თბილისში 50 მომღერალი იქნება  მოწვეული. 

მესამე კონკურსი 2023 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით თბილისის ოპერის თეატრში ჩატარდება.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების, განრიგის, საპრიზო ფონდის, რეპერტუარის, ჟიურის წევრებისა და საკონტაქტო პირების შესახებ იხილეთ აქ: წესები და პირობები

სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან: სააპლიკაციო ფორმა