Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ლალი კანდელაკი

პედაგოგ-რეპეტიტორი

1990-1997 წ.წ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.

1997-2003 წ.წ. თურქეთის ქ. მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა. 2003 წლის იანვრიდან ბუდაპეშტის „არტ ბალეტის“ (ჟერარ მიშელ ბობოტის დასი) წამყვანი სოლისტი.

2003 წლის სექტემბრიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრიმა-ბალერინა.

2013 წლიდან საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორი.

 

რეპერტუარი:

ოდეტა-ოდილია - ჩაიკოვსკი, „გედების ტბა“

ჯავარა - თორაძე, „გორდა“

ჩელიტა- მინკუსი, „დონ კიხოტი“

ჟიზელი, მირტა - ადანი, „ჟიზელი“

ფერია დრაჟე - ჩაიკოვსკი, „მაკნატუნა“

ჯულიეტა - პროკოფიევი, „რომეო და ჯულიეტა“

ბოშა ქალი - მესაჟე, „ორი მტრედი“

ლაურენსია - კრეინი, „ლაურენსია“

ტიტანია - მენდელსონი, „ზაფხულის ღამის სიზმარი“

ტერფსიქორა - სტრავინსკი, „აპოლონ მუსაგეტი“

ფერია კარაბოსი - ჩაიკოვსკი, მძინარე მზეთუნახავი

წამყვანი პარტიები ბალეტებში: „სერენადა“, „აპოლონ მუსაგეტი“, „სიმფონიური ვესტერნი“, „ტარანტელა“, „ჩაიკოვსკი პა დე დე“, „ჩაკონა“, Symphony in C (ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფია), „კონსერვატორია“ (აუგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია), „დღესასწაული“, პა დე დე „გაზაფხულის ხმები“ (ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია), „წამი გარდასახვამდე“ (თრეი მაკინტაერის ქორეოგრაფია), „სიზმრები იაპონიაზე“ (ალექსეი რატმანსკის ქორეოგრაფია), „საგალობელი“, „ანარეკლი“ (იური პოსოხოვის ქორეოგრაფია), Stepping Stones (ირჟი კილიანის ქორეოგრაფია), გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტებში.

  

გამოსვლები საზღვარგარეთ:

საგასტროლო ტურნე ინგლისში, გერმანიასა და ავსტრიაში ოლეგ ვინოგრადოვის დასთან (სეული, კორეა) ერთად.

საგასტროლო ტურნე ინგლისსა და იაპონიაში მოსკოვის ბალეტის თეატრთან ალექსეი ფადეეჩევის ხელმძღვანელობით.

ედინბურგის თეატრალური ფესტივალი (1997, 2008)

ჯეიკობს ფილოუს ფესტივალი (აშშ 2007, 2010)

სპოლეტოს ფესტივალი (2007, 2010 აშშ)

მონაწილეობდა საბალეტო დასის გასტროლებში აშშ, იაპონიაში, ეგვიპტეში, უკრაინასა და სომხეთში.

შვედეთის სამეფო ბალეტის დასთან ერთად ჩინეთში გამართულ გასტროლზე.

 

ჯილდოები:

ვარნის მე-19 საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ოქროს მედლის და პირველი პრემიის მფლობელი (2000).

ღირსების ორდენი (2009)

ვახტანგ ჭაბუკიანის მედალი (2010)