Museum Playbill Administration The Art Forces Support Contact Information
ბალეტის ადმინისტრაცია
საბალეტო დასი
ბალეტის რეპერტუარი
პრეს-რელიზი
ჟურნალი "არაბესკი"
ფოტო-გალერეა
დასაწყისი
თეატრის მუზეუმი
ახალგაზრდული კლუბი
ადგილების დაჯავშნა
ბილეთების შეძენა
ვირტუალური დარბაზი
საკონტაქტო ინფორმაცია
სცენის ტექნიკური მონაცემები
მომხმარებელთა ელ. ფოსტა


 
< ივნისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30


გენერალური სპონსორი

პარტნიორი საიტები

Info-Tbilisi

 

 

მარინა ალექსიძე
საქართველოს დამსახურებული არტისტი, პედაგოგ-რეპეტიტორი

დაიბადა 1949 წლის 22 ივნისს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. (პედაგოგები თ.ვიხოდცევა, ვ.ჭაბუკიანი), 1975 წელს კი – ი.ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი.
1967-1994 წლებში წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.
რეპერტუარი:
კიტრი ("დონ კიხოტი"), ოდეტა-ოდილია ("გედების ტბა"), მირტა ("ჟიზელი"), ბესი ("პორგი და ბესი"), გრან პა ("რაიმონდა"), კარმენი ("კარმენ-სიუიტა"), კლიტემენსტრა ("ორესტეა"), მედეა ("მედეა"), სოლო პარტიები ბალეტებში: "სერენადა", ბახის "ჩაკონა", "პახიტა" და სხვა.
1988-90 წლებში მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგად.
1994-2004 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გამგე.
1980 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
1987-97 წლებში მიწვეული იყო ტალინის, კიშინიოვის, ეკატერინბურგის, პერმის, ნოვოსიბირსკის, ალმა-ატის, ერევნის, დუშანბეს, კრასნოდარის ოპერისა და ბალეტის თეატრებში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორად.
2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.

სვეტლანა გოჩიაშვილი
საქართველოს დამსახურებული არტისტი, პედაგოგ-რეპეტიტორი

დაიბადა 1949 წლის 26 აგვისტოს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
1967-1994 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.
რეპერტუარი:
კიტრი ("დონ კიხოტი"), მირტა ("ჟიზელი"), გამზათი, ნიკია ("ბაიადერა"), ბესი ("პორგი და ბესი"), კარმენი ("კარმენ-სიუიტა"), მედეა ("მედეა"), ირემა, ჯავარა ("გორდა"), ლაურენსია ("ლაურენსია"), ჯულიეტა ("რომეო და ჯულიეტა").
1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
1994 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.
1990-95 წლებში მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგად.
2005 წელს ბელგრადის (იუგოსლავია) მუსიკალურ თეატრში აღადგინა "ჟიზელი".

მაია ზურაშვილი
პედაგოგ-რეპეტიტორი

დაიბადა 1962 წლის 19 მაისს თბილისში. 1972-78 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1978-79 წლებში კი – ა. ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (სანკტ-პეტერბურგი), ნატალია დუდინსკაიას ხელმძღვანელ-ობით.
1980 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასში.
1987 წელს ბალეტის ახალგაზრდა მსახიობთა ამიერკავკასიის კონკურსის ლაურეატი გახდა.
რეპერტუარი:
ჟიზელი ("ჟიზელი"), ჩელიტა ("დონ კიხოტი"), ნიკია ("ბაიადერა"), სილფიდა ("სილფიდა"), ჯავარა ("გორდა"), კარმენი ("კარმენ-სიუიტა"), ლიზა ("ამაო სიფრთხილე"), შეჰერეზადა ("ათას ერთი ღამე"), სოლო პარტიები გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტებში.
2005 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში.
1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ანატოლი კუჩერუკი
პედაგოგ-რეპეტიტორი, უკრაინის სახალხო არტისტი

კიევის ქორეოგრაფიული სასწავლებელიs დაამთავრების შემდეგ ცეკვა ლვოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1976-1985) დაიწყო. 1985-1991  წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. არის ვენის საერთაშორისო საბალეტო კონკურსისა (1980) და მოსკოვის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის (1981) ვერცხლის მედლის ლაურეატი.  პარალელურად  მოწვეული სოლისტის რანგში მონაწილეობდა  მოსკოვის დიდი თეატრის საგასტროლო პროგრამაში. ა. კუჩერუკმა 1991 წლიდან მოღვაწეობა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატის Ballet West-ის წამყვან სოლისტად. ხელმძღვანელობდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლაჰოიას საბალეტო დასს. მოგვიანებით  თანამშრომლოდა ოლეგ ვინოგრადოვთან. 1995-2011 წ.წ. იყო ვაშინგტონის კიროვის სახელობის საბალეტო სკოლის წამყვანი პედაგოგი. მისი მოსწავლეები ოცდაათზე მეტი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ოქროსა და ვერცხლის მედლის ლაურეატები არიან. 2006 წ. ა. კუჩერუკის მოსწავლეებმა ვენის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე პირველი, მეორე და მესამე პრემიები დაიმსახურეს. 2006 წ. ა. კუჩერუკს ნიუ-იორკის საბალეტო კონკურსის  „საუკეთესო პედაგოგის“ წოდება მიენიჭა.
2011 წლის სექტემბრიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორია.


ლილიანა მითაიშვილი
საქართველოს სახალხო არტისტი, პედაგოგ-რეპეტიტორი

დაიბადა 1937 წლის 17 სექტემბერს თბილისში. 1954 წელს დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები თ. ვიხოდცევა, მ. გრიშკევიჩი, ვ. ჭაბუკიანი)
1954-1979 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.
რეპერტუარი:
ოდეტა-ოდილია ("გედების ტბა"), ჟიზელი ("ჟიზელი"), კიტრი ("დონ კიხოტი"), ნიკია ("ბაიადერა"), მანიჟე ("მთების გული"), ჯავარა ("გორდა"), მარი ("მაკნატუნა"), ლიზა ("ამაო სიფრთხილე"), მზეთუნახავი ("სინათლე"), ჩინდერელლა ("ჩინდერელლა"), ავრორა ("მძინარე მზეთუნახავი"), ლაურენსია ("ლაურენსია"), დეზდემონა, ემილია ("ოტელო"), გალია, ნატაშა ("მშვიდობისათვის"), ქალიშვილი ("პოემა").
1956 წელს კლასიკური ბალეტის საკავშირო (ყოფილი სსრკ) კონკურსზე ლაურეატის პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი მოიპოვა.
1979 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.
1983-84 წლებში მუშაობდა ულან-ბატორის (მონღოლეთი) ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორად.
1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1972 წელს კი – სახალხო არტისტის წოდება.
1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ირინე ჯანდიერი
საქართველოს სახალხო არტისტი, პედაგოგ-რეპეტიტორი

დაიბადა 1940 წლის 10 ნოემბერს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. (პედაგოგი ა. წერეთელი)
1959-1990 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.
რეპერტუარი:
ოდეტა-ოდილია ("გედების ტბა"), კიტრი, დრიადების მბრძანებელი  ("დონ კიხოტი"), მირტა ("ჟიზელი"), Gგამზათი ("ბაიადერა"), ირემა ("გორდა"), მარი ("მაკნატუნა"), პრინცესა ფლორინა, ავრორა ("მძინარე მზეთუნახავი"), ლაურენსია ("ლაურენსია"), სვანილდა ("კოპელია"), სოლო პარტიები ბალეტებში: "სერენადა", "თემა ვარიაციებით" (ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფია), "შოპენიანა", "პახიტა".
1968 წელს კლასიკური ბალეტის მსახიობთა საკავშირო (ყოფილი სსრკ) კონკურსზე ლაურეატის პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. 1969 წელს მოსკოვში გამართულ პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე მესამე პრემიის ლაურეატი გახდა.
1976 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
1991 წლიდან თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.

ნიალა გოძიაშვილი
წამყვანი რეჟისორი

დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს თბილისში. 1964 წელს დაამთავრა ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები ვ.ჭაბუკიანი, მ. გრისკევიჩი, ს. ვეკუა).
1965-1988 წლებში წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტი.
რეპერტუარი:
მირტა ("ჟიზელი"), ბაკხი ქალი ("ვალპურგის ღამე"), ტერეზა ("კავალერიის შესვენება"), ინდუსების ცეკვა ("ბაიადერა"), ქუჩის მოცეკვავე, მერსედესი, ესპანური ცეკვა ("დონ კიხოტი"), ფლამენგო ("ლაურენსია"), უნგრული, ესპანური ცეკვები, დიდი გედი ("გედების ტბა"), სოლო პარტიები გიორგი ალექსიძის ბალეტებში: ბახის "ჩაკონა", შოპენის "ვარიაციები მოცარტის თემებზე", პროკოფიევის "კლასიკური სიმფონია", გაბიჩვაძის "მედეა".
1988 წლიდან მუშაობს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის კონცერტმაისტერად და სპექტაკლების წამყვან რეჟისორად.

 


დასაწყისი | მუზეუმი | აფიშა | ადმინისტრაცია | ოპერა | ბალეტი | მხარდაჭერა | კონტაქტი | მომხმარებელთა ელ. ფოსტა

© Copyright 2005-2008 Tbilisi Opera and Ballet Theatre. 0108, Rustaveli Ave. 25. Webmaster  

Created by BESIKurashvili