Museum Playbill Administration The Art Forces Support Contact Information
დასაწყისი
ახალგაზრდული კლუბი
ადგილების დაჯავშნა
ბილეთების შეძენა
გამოცემები
გამოცემები
ფოტო-გალერეა
ვირტუალური დარბაზი
საკონტაქტო ინფორმაცია
სცენის ტექნიკური მონაცემები
მომხმარებელთა ელ. ფოსტა


 
< ივნისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30


გენერალური სპონსორი

პარტნიორი საიტები

Info-Tbilisi

 

 

გიორგი ჟორდანია

გიორგი ჟორდანია დაიბადა თბილისში. მისი სკოლის შემდგომი მუსიკალური განათლება მოიცავს შემდეგ პერიოდებს: 1984-89 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, პარალელურად 1986-89 წლებში გადიოდა სტაჟირებას  სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტზე.
1989-1991 წლებში გიორგი ჟორდანიამ გაიარა საოპერო-სიმფონიური დირიჟორობისა და საოპერო რეჟისურის სრული საასპირანტო კურსი ტენესის უნივერსიტეტში (აშშ).
სწავლის პარალელურად გიორგი გახდა ჩატანუგის სიმფონიური და საოპერო ასოციაციის მთავარი დირიჟორის ვახტანგ ჟორდანიას ასისტენტი და აქტიურად ჩაება სიმფონიური კონცერტებისა თუ საოპერო სპექტაკლების (“აიდა”, “რიგოლეტო”, “ტოსკა”, “სევილიელი დალაქი”, “ბოჰემა”) დადგმის პროცესში.
გიორგი ჟორდანიამ სტუდენტურ თეატრში დადგა რამდენიმე საოპერო სპექტაკლი (“ბოჰემა”, “აფთიაქარი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”) და სტუდენტურ ორკესტრთან იდირიჟორა მთელი რიგი სიმფონიური კონცერტები.
1990 წლის 4 ივლისს აშშ-ში, ქ. ჩატანუგაში, 30 ათასი მსმენელის წინაშე შედგა გიორგი ჟორდანიას პროფესიული დებიუტი სიმფონიური კონცერტით (ჩატანუგის ოპერისა და სიმფონიური ასოციაციის ორკესტრთან).
1991 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც წლების განმავლობაში დირიჟორობდა არაერთ სპექტაკლს, მათ შორის: “რიგოლეტოს”, “ტოსკას”, “მადამ ბატერფლაის”, “დონ ჯოვანის”, “ პიკის ქალს”, “მედეას”, “სოფლის ღირსებას”, “დაუპატიჟებელ სტუმრებს”, “ამაო სიფრთხილეს”, “მაკნატუნას” და სხვა.
უკრაინაში  საგასტროლო მოგზაურობის შემდეგ 1991-1992 წლებში გიორგი ჟორდანია დაინიშნა ჯერ ხარკოვის სიმფონიური ორკესტრის და შემდგომ კი, ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ მოწვეულ დირიჟორად. შემდგომი 8 წლის განმავლობაში ხარკოვში მან იდირიჟორა უამრავი სიმფონიური კონცერტი და საოპერო სპექტაკლები: “კარმენი”, “აიდა”, “ტრავიატა”, “ბალ-მასკარადი”, “დონ კარლოსი”, “ალეკო”, “ევგენი ონეგინი”, “სამსონი და დალილა”. ეს უკანასკნელი კი დაიდგა საფრანგეთის ტელევიზიის პირველი არხის დაკვეთით, საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოსულ სადადგმო ჯგუფთან ერთად.
1995 წელს რუსეთში საგასტროლო მოგზაურობისას შედგა გიორგი ჟორდანიას დებიუტი მოსკოვში რუსეთის ფედერალურ ორკესტრთან (მოგვიანებით იგი ამ ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორიც გახდა), რაც იყო მისი საერთაშორისო წარმატების დასაწყისი.
ამის შემდგომ გიორგი სიმფონიური კონცერტებით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: აშშ (დენვერი, კოლორადო; ფინიქსი, არიზონა, სან ლუის ობისპო, კალიფორნია), სამხრეთ აფრიკა (ქეიფ თაუნი), სამხრეთ კორეა (დეგუ, სეული) რუმინეთი (ბუქარესტი) და სხვა.
1999 - 2004 წლებში გიორგი ჟორდანია იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ორკესტრთან ერთად კონცერტებით მოიარა პრაქტიკულად მთელი ევროპა (გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, ისრაელი).
2000 წელს გიორგი ჟორდანია საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდა ცნობილ მევიოლინე ლიანა ისაკაძის თაოსნობით გამართულ საკონცერტო მოგზაურობაში “პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში”, რომელიც საქართველოდან დაიწყო და ევროპის გავლით იერუსალიმში დასრულდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაულზე.
ამავე წელს ლიანა ისაკაძესთან ერთად დააარსა “ბორჯომის კამერული ფესტივალი” და ოთხი წლის განმავლობაში მისი მთავარი დირიჟორი იყო.
2001 წელს გიორგი ჟორდანია გახდა საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის “ახალი მილენიუმის” გამარჯვებული - I პრემიისა და გრან პრის მფლობელი.
ამავე წელს მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
2005 წელს ქ. ჩატანუგაში გიორგი ჟორდანია მიიწვიეს ვახტანგ ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარედ.
2008 წლიდან იგი თბილისში დაარსებული “ხელოვნების სააღდგომო ფესტივალის” დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.
2013 წლის თებერვლიდან გიორგი ჟორდანია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველია.

 

 

დასაწყისი | მუზეუმი | აფიშა | ადმინისტრაცია | ოპერა | ბალეტი | მხარდაჭერა | კონტაქტი | მომხმარებელთა ელ. ფოსტა

© Copyright 2005-2008 Tbilisi Opera and Ballet Theatre. 0108, Rustaveli Ave. 25. Webmaster  

Created by BESIKurashvili