State Opera of Georgia
  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი

5 მაისს, ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN ფინალი ჩატარდება.
 
30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, თბილისის ოპერის სცენაზე,  50 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრება (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია). მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც 300-ზე მეტი ახალგაზრდა მომღერალი  მონაწილეობდა.
           
კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საოპერო ვარსკვლავები, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები. 2018 წლის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტ გარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ,,ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი), ალესანდრო არიოზი (Ariosi Management) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt). ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
 
კონკურსი სამი ტურისგან შედგება. სამივე ტური თბილისის ოპერის თეატრის მაყურებელთა დარბაზში ჩატარდება, ხოლო 30 აპრილს, 13:00 საათზე, კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება თეატრის წითელ დარბაზში.  I ტური გაიმართება 1 და 2 მაისს, 14:00 საათზე; II ტური -  3 მაისს, 14:00 საათზე. I და II ტურებში კონკურსანტები კონცერტმაისტერების თანხლებით შეასრულებენ სავალდებულო პროგრამას. დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოვება და კონკურსის საზეიმო დახურვა  5 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარსდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.
I და II ტურებზე დასწრება თავისუფალია. კონკურსის ფინალურ III ტურზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ www.tkt.ge-ზე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროში.
 
კონკურსის საპრიზო ფონდი:
  • I პრემია - 15 000 აშშ დოლარი
  • II პრემია - 10 000 აშშ დოლარი
  • III პრემია - 7 000 აშშ დოლარი
  • თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი - სპექტაკლში მონაწილეობა და ჰონორარი  2000 აშშ დოლარი
  • ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სპეციალური პრემია გადაეცემა საუკეთესო ტენორს - 1 000 აშშ დოლარი (დაარსებული ეთერ ანჯაფარიძის მიერ)
 
ფინალური III ტურის, ლაურეატების დაჯილდოვებისა და კონკურსის საზეიმო დახურვის პირდაპირი ტრანსლირება ვებ-გვერდზე https://operavision.eu განხორციელდება, რომლის განმავლობაშიც, ამავე პლატფორმაზე  საქართველოს შესახებ საიმიჯო რგოლები გავა.
 
კონკურსი  „Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.
 
კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  ქ. თბილისის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო ,,ამბასადორი“, ,,ჯორჯიან ეარვეისი“. კონკურსის საინფორმაცია მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია „იმედი“.
 
საკონტაქტო პირი:
რუსუდან მაცაბერიძე, კონკურსის აღმასრულებელი დირექტორი
მობ.: 599657765
მაია ხუროძე, მენეჯერი
მობ.: 595204019
მაია სამნიაშვილი, მენეჯერი
მობ: 577140407

      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი