საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 166
10 თებერვალი
თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამო
პიოტრ ჩაიკოვსკი
სერენადა
დამდგმელი ბალეტმაისტერები: ბარტ კუკი, მარია კალეგარი
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა კალმახელიძე
საბალეტო დასი მადლობას უხდის მერილინ ბურბენკს, Mirella Dancewear
პრეზიდენტს, „სერენადას“ კოსტიუმების გადმოცემისათვის
პრემიერა გაიმართა ნიუ-იორკში 1935 წლის 1 მარტს ნიუ-იორკში, ადელფის თეატრში
პრემიერა თბილისში შედგა 2005 წლის 20 მაისს
PETITE CEREMONIE
მედჰი ვალერსკის ქორეოგრაფია და სცენოგრაფია
სილვენ სენეზის დადგმა
მუსიკა: მოცარტის, ბელინის, როჯერსი / ჰარტის და ვივალდის ნაწარმოებები, მედჰი ვალერსკის კომპილაცია
კოსტიუმების მხატვარი: ლინდა ჩოუ
განათების მხატვარი: ბონი ბიჩერი
Sechs Tänze
ირჟი კილიანის ქორეოგრაფია
მუსიკა: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ექვსი გერმანული ცეკვა; KV 571
დადგმა: პატრიკ დელკრუა
სცენა და კოსტიუმები: ირჟი კილიანი
კოსტიუმების მხატვარ-შემსრულებელი: ნათია სირბილაძე
განათება: იოპ კაბოორტი
სცენისა და განათების ადაპტაცია: ქეის თიებესი, ამირან ანანელი
პრემიერა: ნიდერლანდების ცეკვის თეატრი I - 1986 წლის 24 ოქტომბერი, მუსიკალური თეატრი, ამსტერდამი,ნიდერლანდების ცეკვის თეატრი II - 2001 წლის 7 აპრილი, Forum am Schlosspark, ლუდვიგსბურგი, გერმანია
პრემიერა თბილისში გაიმართა 2008 წლის 18 ოქტომბერს
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი
დირიჟორი დავით მუქერია
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
სერენადა - ცეკვა მთვარის შუქზე
ბალეტი „სერენადა“ გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი პირველი ნამუშევარი. ამერიკაში ჩასვლიდან სულ მოკლე ხანში, ლინკოლნ კირსტაინთან და ედუარდ მ. მ. უორბურგომთან ერთად, ნიუ იორკში ამერიკის საბალეტო სკოლა გავხსენი. პროგრამაში სასცენო ოსტატობის საღამოს გაკვეთილები ჩავსვი, რადგან მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა, როგორ განსხვავდება სცენაზე გამოსვლა კლასში მუშაობისაგან. „სერენადა“ გახდა იმ გაკვეთილების შედეგი, რომელსაც მე ვაძლევდი...
ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბალეტი გარკვეულ სიუჟეტს ატარებს. ეს ასე არა არის. მასში მოცეკვავეები შესანიშნავი მუსიკის თანხლებით უბრალოდ მოძრაობენ. ერთადერთი სიუჟეტი ამ ბალეტისა – ეს არის სერენადის მუსიკა, თუ გნებავთ – ეს არის ცეკვა მთვარესთან ერთად.
იმის მიუხედავად, რომ ჩაიკოვსკის პიესა არ იყო გათვალისწინებული ბალეტისათვის, მისი ოთხივე ნაწილის საცეკვაო ხასიათი სხვადასხვა ემოციისა და სიტუაციის არსებობის საშუალებას იძლევა. ამიტომაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბალეტს აქვს თავისი სიუჟეტური საფუძველი და მაყურებელი მასში ხედავს და ასხვავებს თავის მუსიკას და თავის ცეკვას. „სერენადამ“ რამდენიმე რედაქციული ცვლილება განიცადა.
(ჯორჯ ბალანჩინის წიგნიდან „ას ერთი მოთხრობა დიდ ბალეტზე“ ფ. მეისონთან თანაავტორობით)
Sechs Tänze
"ორი საუკუნე გვაშორებს იმ დროს, როდესაც მოცარტმა "გერმანული ცეკვები" დაწერა. ეს ისტორიული პერიოდი ომებით, რევოლუციებითა და ყოველგვარი სოციალური ცვლილებებით იყო დატვირთული. ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია დიდი კომპოზიტორის სულიერი განწყობისა და მუსიკალური ბრწყინვალების უბრალოდ სხვადასხვა ტიპის ცეკვით გადმოცემა. ამის ნაცვლად, შევქმენი ექვსი ცეკვა, რომელიც გარემოს უგულებელყოფას ახდენს. ეს ცეკვები მუდმივად ცვალებადი სამყაროს მიერ არიან დაჩრდილულნი, რომელიც, უცნობი მიზეზების გამო, ჩვენი უმეტესობის სულის ნაწილია. იმის მიუხედავად, რომ მოცარტის ექვსი ცეკვის სანახაობრივი მხარე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის მხოლოდ პაროდიული მხრიდან არ უნდა იქნას დანახული. მასში არსებულმა განწყობამ შედარებითი ფასეულობებისაკენ ჩვენი გადამყვანის როლი უნდა შეასრულოს.."
ირჟი კილიანი
Petite Ceremonie
ადამიანების ჯგუფი შესაფერისი სივრცის, სრულყოფილი წონასწორობის ძიებისას. ქალები და მამაკაცები. განსხვავებული ტვინები. ყუთები და მავთულები კავშირის დამყარების, ჰარმონიული სურათის შექმნის მცდელობისას.
მსურს, მადლობა გადავუხადო მოცეკვავეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, შემოქმედებისა და პოზიტიურობისთვის, ასევე სილვენსა და ემილის-მხარდაჭერისთვის.
ალექსანდრე ბარტონი, დარიო დინუცი, ლივონა ელისი, ლიონ ფეიზო-გასი, შენონ ფერგიუსონი, ალექსის ფლეჩერი, მეგი ფორგერონი, ელისონ ფრეცი, კონორ ნამი, დელფინ ლერუა, რეიჩელ პრინსი, დონალდ სეილზი, გილბერტ სმოლი, პიტერ სმიდა, მაკაილა უოლისი.
მედჰი ვალერსკი
ქორეოგრაფი
ბალეტის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2011 წლის 17 თებერვალს, ვანკუვერში (კანადა).