State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 166
 
7 ოქტომბერი, 2017

ჟორჟ ბიზე

კარმენი
ოპერა სამ აქტად

ლიბრეტოს ავტორები: ანრი მელიაკი და ლუდოვიკ ჰალევი
პროსპერ მერიმეს ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით.
 
პრემიერა: პარიზის თეატრი Opéra-Comique, 1875 წლის 3 მარტი
პრემიერა საქართველოში: თბილისის ოპერის („საზაფხულო“) თეატრი, 1885 წლის 15 ოქტომბერი.

კარმენი, ბოშა - ირინა ალექსიძე
დონ ჟოზე, დრაგუნების კაპრალი - მიხეილ შეშაბერიძე
ესკამილიო, ტორეადორი - ოთარ ნაკაშიძე
მიკაელა, სოფლელი გოგონა - თინათინ მამულაშვილი (სტაჟიორი)
დანკაირო, კონტრაბანდისტი - ირაკლი მუჯირი (სტაჟიორი)
რემენდადო, კონტრაბანდისტი - ალექსანდრე დეკანოიძე (სტაჟიორი)
ფრასკიტა, კარმენის მეგობარი, ბოშა - ნინო ჩაჩუა
მერსედესი, კარმენის მეგობარი, ბოშა - ნუცა ზაქაიძე (სტაჟიორი)
ლეიტენანტი ზუნიგა - გივი გიგინეიშვილი (სტაჟიორი)
ოფიცერი მორალესი - გიორგი წამალაშვილი (სტაჟიორი)


დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
დამდგმელი რეჟისორი: ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი: ლელა გვარიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ირაკლი ავალიანი
კოსტიუმების მხატვარი: პოლინა რუდჩიკი
 ქორეოგრაფი: გია მარღანია

მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე
ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელი: რუსუდან მექვაბიშვილი
განათების მხატვარი და სადადგმო სამსახურის უფროსი: ამირან ანანიაშვილი
მხატვარი მოდელიორი: თამარ ჩარგეიშვილი
მხატვარი გრიმიორი: ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი: ეკატერინე გელაშვილი 
ასისტენტი: მარინა ბურჭულაძე
 
 
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
სპექტაკლი წარმოდგენილია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მეორე მოქმედებიდან დაიშვება


 
 
თავისუფლების მოყვარული ბოშა ქალი თავისუფლების კუნძულზე; ჰაბანერა ჰავანური სიგარების ბოლში; მიამიტი ჯარისკაცის სულისშემძვრელ დრამად ქცეული კომიკური ოპერა და ჟორჟ ბიზეს მომნუსხველი მუსიკა.
 
რეჟისორ ლევან წულაძის საოპერო დებიუტი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში.
შინაარსი
 
პირველი მოქმედება

მოედანი 
სიგარეტის ფაბრიკის წინ მორიგე ჯარისკაცები გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებენ და ყარაულის შეცვლას ელიან. სოფლელი გოგონა, მიკაელა, მათ შორის თავის საქმროს, დონ ჟოზეს ეძებს, მაგრამ მორალესისგან იგებს, რომ ის სხვა რაზმშია და ჯერ არ მოსულა. მიკაელა მიდის. შემცვლელი რაზმი მოდის. მათ შორის არიან კაპრალი ჟოზე და ლეიტენანტი ზუნიგა.
 
ფაბრიკის ზარი რეკავს. მოედანზე მყოფნი გარეთ გამოსული მუშა გოგონების სანახავად წინ მიიწევენ. ყველას უნდა, თვალი მოჰკრას კარმენს, მაცდუნებელ ბოშა ქალს. ისიც შემოდის და ჰაბანერას მღერის სიყვარულის მოუხელთებელ ბუნებაზე. ჯარისკაცთაგან მხოლოდ ერთი, ჟოზე არ აქცევს კარმენს ყურადღებას. ისიც გამომწვევად ესვრის მას ყვავილს და გადის. დაბრუნებული მიკაელას დანახვაზე ჟოზე ყვავილს მალავს. მიკაელას შორს მცხოვრები დედისგან წერილი მოაქვს თავის საქმროსთვის. წერილი ჟოზეს ცოტა ხნით გადაავიწყებს კარმენს, მაგრამ მოულოდნელად ფაბრიკიდან საშინელი ყვირილი ისმის. ირკვევა, რომ მუშა ქალები წაკინკლავდნენ და კარმენი ერთ-ერთ მათგანს დანით თავს დაესხა. კარმენს ბრალს დასდებენ და ციხეში წასაყვანად ჟოზეს გადასცემენ. იქამდე კი ზუნიგა მოკლედ დაკითხავს ქალს, რომელიც პასუხების გაცემის ნაცვლად თავისთვის ანცად ღიღინებს.

მოგვიანებით, ციხეში ჟოზესთან მარტო დარჩენილი კარმენი მას სეგიდილიას უმღერის და გონებას უმღვრევს, გათავისუფლების სანაცვლოდ ლილას პასტიას ტავერნაში სასიყვარულო პაემანს ჰპირდება, აცდუნებს და გარბის. ზუნიგა კარმენის დასაპატიმრებლად ბრუნდება და ჟოზეს მოვალეობის შეუსრულებლობის გამო აპატიმრებს.
 

მეორე მოქმედება
 
ლილას პასტიას ტავერნა
კარმენი და მისი მეგობრები, ფრასკიტა და მერსედესი, ცეკვავენ და მღერიან. ტავერნაში თავმოყრილ საეჭვო ხალხს შორისაა ლეიტენანტი ზუნიგა, რომელიც ბოშა ქალს ეარშიყება. კარმენი მისგან იგებს, რომ ჟოზე მისი დახმარებისთვის დააპატიმრეს.
 
ჩირაღდნებიანი პროცესია ცნობილი ტორეროს, ესკამილიოს გამოჩენას იუწყება. ზუნიგა მას ტავერნაში ეპატიჟება. ისიც შემოდის და ხალხს თავისი ცნობილი კუპლეტებით წარუდგება. შემდეგ კარმენს ამჩნევს, მაგრამ ქალი მას ყურადღებას არ აქცევს.
 
უკვე გვიანია. ლილას პასტია თავშეყრილ ბრბოს და ჯარისკაცებს გარეთ ისტუმრებს. ზუნიგა მიდის და დაიბარებს, რომ მობრუნდება.
 
ყველანი გადიან. რჩებიან მხოლოდ გოგონები და ლილას პასტია. ტავერნას მეპატრონე მათ აცნობებს, რომ კონტრაბანდისტები, დანკაირი და რემენდადო დაგეგმილ ძარცვაში დახმარებას სთხოვენ. ფრასკიტა და მერსედესი თანხმდებიან, მაგრამ კარმენი უარზეა, მას სურს ჟოზეს დაელოდოს.

და აი, ისიც მოდის. შეყვარებულები მარტო რჩებიან. კარმენი ჟოზეს უმღერის და კასტანიეტების თანხლებით მისთვის ცეკვავს. შორიდან ბუკის ხმა მოდის. რიგითად ჩამოქვეითებული ჟოზე ვალდებულია ბარაკებში დაბრუნდეს. კარმენი ცეკვას განაგრძობს, მაგრამ როცა სიგნალი კვლავ გაისმის, ჯარისკაცი წასასვლელად ემზადება. ქალი დასცინის  და საყვედურობს, რომ აღარ უყვარს. საპასუხოდ, ჟოზე უჩვენებს ყვავილს, რომელიც ოდესღაც კარმენმა ესროლა. მაგრამ ბოშა, რომელიც ეჭვებისგან ჯერაც ვერ გათავისუფლებულა, სთავაზობს ჯარისკაცს, დატოვოს სამსახური და მთებში გაჰყვეს.

მოულოდნელად ზუნიგა ბრუნდება. ორი ჯარისკაცი ჩხუბს იწყებს. მათ კონტრაბანდისტები აშველებენ. ამიერიდან დონ ჟოზე თავის რაზმს ვეღარ დაუბრუნდება. მას ისღა დარჩენია, დამნაშავეების ბანდას შეუერთდეს.
 

მესამე მოქმედება

ველური და უკაცრიელი ადგილი მთებში
ღამეა. კარმენი, ჟოზე და კონტრაბანდისტები შემოდიან, თან ნაძარცვი მოაქვთ. ჟოზე ნანობს თავის არჩევანს. კარმენი, რომელსაც უკვე მობეზრდა იგი, დაცინვით ეუბნება, რომ უმჯობესია დედას დაუბრუნდეს. ფრასკიტა და მერსედესი ბანქოთი მკითხაობენ. კარმენი მათ უერთდება, მაგრამ ყოველ ჯერზე ბანქო მასაც და ჟოზესაც სიკვდილს უწინასწარმეტყველებს. კონტრაბანდისტები და ქალები კვლავ საყაჩაღოდ მიდიან. ჟოზე სადარაჯოდ რჩება.

მეგზურთან ერთად ბოშების საძებნელად მიკაელა მოდის. მას გადაუწყვეტია, ჟოზე  კარმენისგან იხსნას, მაგრამ გასროლის გაგონებისთანავე შეშინებული იმალება. შემოდის ესკამილიო. მას კარმენის ნახვა სურს. ჟოზე მას საჩხუბრად იწვევს და მამაკაცები დანებით იბრძვიან, მაგრამ საიდანღაც კარმენი გაჩნდება და კონტრაბანტისტებთან ერთად მათ გაშველებას იწყებს.  წასვლისას ესკამილიო ყველას მომავალ კორიდაზე ეპატიჟება.
​
კონტრაბანდისტები წასვლას აპირებენ, როცა რემენდადო მიკაელას სამალავს მიაგნებს. გოგონა ჟოზეს აცნობებს, რომ დედამისი მძიმედაა ავად. ჟოზე მიკაელას მიჰყვება და კარმენის დაცინვის მიუხედავად, ფიცით აფრთხილებს ქალს, რომ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
 
მოედანი  
მომდევნო თვე. მოედანი იმ არენის წინ, სადაც კორიდა იმართება, ხალხითაა სავსე. მაყურებელი ესალმება ესკამილიოს, რომელიც კარმენის ახალი შეყვარებულია. ფრასკიტა და მერსედესი აფრთხილებენ მეგობარს, რომ ბრბოში დონ ჟოზე დაინახეს. ხალხი ბრძოლის სანახავად მიიჩქარის და მოედანს ტოვებს. იქ მხოლოდ კარმენი რჩება. ჟოზე ევედრება ქალს, კვლავ მას დაუბრუნდეს. კარმენი უარობს, ზიზღით მოისვრის მის ნაჩუქარ ბეჭედს და არენაზე შესვლას ცდილობს. იქიდან ტორეროს გამარჯვების აღმნიშვნელი შეძახილები ისმის. მაშინ ჟოზე კარმენს ხანჯლით სასიკვდილო დარტყმას აყენებს. გამოდის ხალხით გარშემორტყმული ესკამილიო და ჟოზე სასოწარკვეთით აღიარებს, რომ მოკლა ქალი, რომელიც უყვარდა.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი