საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 165
თბილისის საბალეტო ფესტივალი
29 ივნისი, 2017
NDT 2 TOUR
I New Then
იოჰან ინგერის ქორეოგრაფია
მუსიკა: ვან მორისონი. Madame George, The Way Young Lovers Do, I’ll Be Your Lover Too, Sweet Things, Crazy Love
განათება - ტომ ვისერი
დეკორაცია - იოჰან ინგერი
კოსტიუმები - ბრეხ ვან ბალენი
ხანგრძლივობა - 28 წუთი
მსოფლიო პრემიერა - 23 თებერვალი 2012, Lucent Danstheater, ჰააგა
Sleight of Hand
სოლ ლეონი და პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია
მუსიკა: ფილიპ გლასი, სიმფონია №2. მეორე ნაწილი
დეკორაცია და კოსტიუმები: სოლ ლეონი და პოლ ლაიტფუტი
განათება: ტომ ბეფოორტი
მსოფლიო პრემიერა: 2007 წლის 15 მარტი, Lucent Danstheater, ჰააგა
ხანგრძლივობა: 20 წუთი
Cacti
ალექსანდერ ეკმანის ქორეოგრაფია
მუსიკა: იოზეფ ჰაიდნი. სონატა #5 (Sitio), ციკლიდან „ქრისტეს შვიდი უკანასკნელი სიტყვა ჯვარზე“ Hoboken XX, 1B; ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. სიმებიანი კვარტეტი № 9 დო მაჟორი, op. № 59, მონაკვეთი Andante con moto quasi allegretto-დან; ფრანც შუბერტი. Presto სიმებიანი კვარტეტიდან „სიკვდილი და ქალიშვილი“ - გუსტავ მალერის ვერსია. გაორკესტრებულია ენდი შტეინის მიერ. იოზეფ ჰაიდნი. Allegro სიმებიანი კვარტეტებიდან, op. № 9, № 6 ლა მაჟორი. კვარტეტი ჩაწერილია ჰარმენ სტრაატმანის მიერ: ტინტა შმიდტ ვონ ალტენშტადტი (პირველი ვიოლინო) სასკია ფიერსენი (მეორე ვიოლინო), დეივიდ მარკსი (ვიოლა), არტურ ტრაიკო (ჩელო)
განათება: ტომ ვისერი
დეკორაცია/კოსტიუმები: ალექსანდერ ეკმანი
ტექსტი: სპენსერ თებერჟი
ხანგრძლივობა: 27 წუთი
მსოფლიო პრემიერა: 2010 წლის 25 თებერვალი, Lucent Danstheater, ჰააგა
I New Then
იოჰან ინგერი, ვან მორისონის სიმღერებით, მოცეკვავეებში აღტაცებას იწვევს. ეს არაა ოთხი გოგოსა და ხუთი ბიჭისგან შემდგარი ჯგუფის უნისონი, მზარდი ინდივიდუმები, ამბოხებულნი სწორედ ჯგუფური უნისონის წინააღმდეგ. ინგერის ნამუშევარი იუმორით სუნთქავს: ცოცხალი და ოპტიმისტურია, დაწყებული კომიკურით და თეატრალურით, დამთავრებული ამქვეყნიურით და ორგანულით.
Sleight of Hand
ამ ნამუშევრის დადგმა შესაძლებელი გახდა გაერთიანებული სამეფოს ცეკვის კონსორციუმის დახმარებით.
2007 წელს, სოლ ლეონმა და პოლ ლაითფუტმა შექმნეს ჰაეროვანი ბალეტი Sleight of Hand NDT 2-ის რვა მოცეკვავისთვის, რომლითაც ქორეოგრაფებმა აჩვენეს, რომ მათ ახალი, უფრო თეატრალური გეზი აიღეს. შავი ნაჭრის კედლები, სინათლისა და სიბნელის თამაშის იდუმალ დრამაში, ფონს ქმნიან ორი უჩვეულოდ მაღალი პერსონაჟისთვის, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიმაღლით, უმალ დომინირებას მოითხოვენ. სცენაზე ბატონობენ ჯგუფები და დუეტები, რომელთაგან ზოგიერთი საორკესტრო ორმოდან - თითქოს სხვა სამყაროდან - ამოდის. ფილიპ გლასის მუსიკის საშუალებით ისინი ხარბად კვებავენ აჩრდილებს, რათა შექმნან ბნელი სამყარო, რომლის დრო და სივრცე დამღუპველი პერსონაჟებითა და უცნაური პერსპექტივებითაა სავსე.
Cacti
ალექსანდერ ეკმანი საკუთარ თავს „რიტმის ნარკომანს“ უწოდებს, ვინაიდან მისი ერთ-ერთი სამარკო ნიშანი თანამედროვე ბგერითი ლანდშაფტების შექმნაა.
ამ ნაწარმოებისთვის, რომელშიც მან მხოლოდ კლასიკური მუსიკა გამოიყენა, საჭირო გახდა ჰოლანდიის სიმფონიურ ორკესტრისთვის შუბერტის „სიკვდილი და ქალიშვილის“ გაორკესტრება. ამას გარდა, მოცეკვავეები ორკესტრის ინსტრუმენტები ხდებიან. ეკმანმა ყველა მოცეკვავე გამოიყენა, რომ მაყურებელი გამოეწვია დაფიქრებულიყო იმ გზაზე, რომლის მეშვეობითაც აღიქმება ხელოვნება