State Opera of Georgia
  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 170
 
4 ივნისი, 2022 წელი

XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი
საზეიმო დახურვა


პიეტრო მასკანი

სოფლის ღირსება
ოპერა ერთ აქტად

ლიბრეტოს ავტორები: ჯოვანი ტარჯონი-ტოცეტი და გუიდო მენაში
ჯოვანი ვერგას მოთხრობის, „სოფლის ღირსება“ - მიხედვით
 
პრემიერა: რომის Teatro Costanzi, 1890 წლის 17 მაისი
პრემიერა საქართველოში: თბილისის არტისტული საზოგადოების კლუბი, 1892 წლის 12 იანვარი

სანტუცა - იანო ალიბეგაშვილი საქართველო
ტურიდუ - ლუჩანო განჩი იტალია
ალფიო - ვიტორიო ვიტელი იტალია
ლოლა - ირინა შერაზადიშვილი საქართველო
ლუჩია - ელენე ჯანჯალია საქართველო

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი

დირიჟორი: ანე რანდინე ოვერბი ნორვეგია


 დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორის ასისტენტი  –  პაპუნა ღვაბერიძე
დამდგმელი რეჟისორი  – ვიქტორ გარსია სიერა
რეჟისორის ასისტენტები  –  ზაზა აღლაძე, თამარ გურგენიძე
დამდგმელი მხატვარი  – იტალო გრასი
 
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი  – თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი –  მარინა ბურჭულაძე

 გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
ყურადღება!
თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით!
დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება.
დრეს-კოდი: კლასიკური. შორტები დასაშვები არ არის

თბილისის ოპერის სცენაზე „სოფლის ღირსება“ ცოცხლდება - შედევრი, რომელმაც 26 წლის უცნობი კომპოზიტორი ერთ დღეში აქცია ოპერის მსოფლიო ისტორიის ნაწილად. 
 
სიცილიური სოფელი, სიმღერა, ღვინო, სიყვარული, ღირსება, და შურისძიება აღდგომის დილას - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი იტალიური ვერიზმის მუსიკალურ მანიფესტს წარმოგიდგენთ!
შინაარსი

აღდგომის დილა სიცილიის პატარა სოფელში.

შორიდან ტურიდუს სიმღერის ხმა ისმის - ის რამდენიმე წუთის წინ დაემშვიდობა საყვარელს, მეეტლე ალფიოს ცოლს, ლოლას.

მოედანზე თავს იყრიან სოფლის მცხოვრებნი. ზოგი მესაზე მიიჩქარის, ზოგიც უსაქმოდ დაეხეტება.

ეკლესიის პირდაპირ ტურიდუს დედის, ლუჩიას ტავერნაა. აქ მოდის ეჭვებით გატანჯული სანტუცა, ტურიდუს საცოლე. ის უამბობს დედა ლუჩიას, რომ ტურიდუ გუშინ ღვინის საყიდლად ფრანკოფონტეში კი არ წასულა, არამედ წუხანდელი ღამე სოფელში, ლოლასთან გაატარა. სანტუცას ნაამბობიდან ირკვევა, რომ ტურიდუ და ლოლა ადრე დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა კაცი საომრად წავიდა, დაბრუნებულს კი ლოლა უკვე ალფიოზე გათხოვილი დახვდა. ტურიდუმ ტკივილის განელება ახალი სიყვარულით სცადა და სანტუცა შეიყვარა. მაგრამ, ახლა ლოლა შეიპყრო შურმა და ეჭვებმა და კვლავ თავბრუ დაახვია ტურიდუს. მიტოვებული და პატივაყრილი სანტუცა კი წუხილის გასაზიარებლად დედა ლუჩიასთან მოვიდა.

თავზარდაცემული ლუჩია სალოცავად ეკლესიაში მიდის, ტავერნაში  დაბრუნებულ ტურიდუს კი სანტუცა ხვდება. იწყება დაძაბული დიალოგი, ტურიდუ დაჟინებით  უარყოფს სანტუცას ბრალდებებს. მათ შეხლას ლოლას გამოჩენა წყვეტს, რაც სანტუცას ეჭვებს და შფოთვას კიდევ უფრო აძლიერებს. ტურიდუ ლოლას დაედევნება, სანტუცას ამაო ხვეწნა-მუდარა, საბოლოოდ, წყევლით იცვლება: „ცუდი აღდგომა დღე გაგითენდა, ვფიცავ ყველაფერს!“ - დაადევნებს ის ყოფილ საქმროს.

სანტუცა ასრულებს თავის მუქარას. ალფიოს ქუჩაში ხვდება და მისი  ცოლისა და ტურიდუს ღალატზე უყვება. „მზის ჩასვლამდე ვიძიებ შურს ღალატისათვის!“ - იფიცებს ალფიო.

ეკლესიიდან გამოსულ სოფლელებს ტურიდუ დედა ლუჩიას ტავერნაში ჭიქა ღვინოზე ეპატიჟება. ალფიოს გამოჩენისას სიტუაცია იძაბება. ის უარს ამბობს მასპინძლის შემოთავაზებულ ღვინოზე და სოფლის გარეთ დანებით ორთაბრძოლაში იწვევს მას. ტურიდუ არ უარყოფს ბრალდებას, მის გამოსასყიდად სიკვდილისთვისაც მზადაა, მაგრამ სანტუცას გამო თავს ვალდებულად გრძნობს, საკუთარი სიცოცხლისთვის ალფიოს გული გაუგმიროს.

დედასთან მარტო დარჩენილი ტურიდუ სთხოვს მას, იზრუნოს სანტუცაზე, თუკი მას რამე შეემთხვევა.

დედა ლუჩია დაედევნება გაქცეულ შვილს, კარებში მას სანტუცა ხვდება. შორიდან მომავალი გაურკვეველი ყვირილის ხმა ახლოვდება მათ ყურთასმენას სწვდება საშინელი სიტყვები: „ტურიდუ მოკლეს“.
  


  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი