თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 170
14 მაისი 2022
პრემიერა
ალექსი მაჭავარიანი
ოტელო
ბალეტი ორ მოქმედებად
უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით
ოტელო - ფერნანდო მონტანო
დეზდემონა - რუიკა იოკოიამა
იაგო - ეფე ბურაკი
ემილია - მარი ელო
ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია
სცენოგრაფია და კოსტიუმები აღდგენილია სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის
ესკიზების მიხედვით
ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია, ლიბრეტო და რეჟისურა:ნინო ანანიაშვილი
დამდგმელი დირიჟორი: ვახტანგ მაჭავარიანი
ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია აღდგენილია ლალი კანდელაკის მიერ
მთავარი კონსულტანტები საქართველოს სახალხო არტისტები
ლილიანა მითაიშვილი და ირინე ჯანდიერი
სცენოგრაფია და კოსტიუმები: დავით პოპიაშვილი
კოსტიუმების შემსრულებელი მხატვარი: ნინო ოჩიაური
სცენოგრაფის ასისტენტი: ეკატერინე შავლიაშვილი
განათების მხატვარი: ვირჯინიო ლევრიო
ვიდეო პროექციის ავტორი: კომპანია „HOLMES & WATSON“
პედაგოგ-რეპეტიტორები: სვეტლანა გოჩიაშვილი, მარინა ალექსიძე, მაია ზურაშვილი, ცისია ჩოლოყაშვილი, ნათია ცვარიანი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი
ბალეტის ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით!
დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება.
დრეს-კოდი: კლასიკური. შორტები დასაშვები არ არის
1957 წლის 29 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ალექსი მაჭავარიანის ბალეტის „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა და თავადვე ცეკვავდა ოტელოს. სპექტაკლმა უდიდესი აღიარება მოიპოვა.
65 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კვლავ ბრუნდება ბალეტი „ოტელო“, რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ბალეტის დამდგმელი დირიჟორია კომპოზიტორის შვილი ვახტანგ მაჭავარიანი.
შინაარსი
პირველი მოქმედება
ვენეცია. სენატორ ბრაბანციოს სასახლის ეზო. კეთილშობილი მავრი, ვენეციის რესპუბლიკის სამსახურში მყოფი ოტელო მოუთმენლად ელის ბრაბანციოს ქალიშვილის - დეზდემონას გამოჩენას. მათ გადაწყვიტეს ჩუმად დაიწერონ ჯვარი, რადგან იციან, დეზდემონას მამა არ დაეთანხმება ამ ქორწინებას. კასიოს დახმარებით ისინი იპარებიან. ასისთავი იაგო, რომელიც ამ ამბავს შემოესწრება, განაწყენებულია მავრზე, რადგან ოტელომ თანაშემწედ კასიო დანიშნა. იაგო გადაწყვეტს კასიო, როდერიგოს ხელით, გზიდან ჩამოიშოროს.
ახალგაზრდა ვენეციელი აზნაური როდერიგო შეყვარებულია დეზდემონაზე და შეურაცხყოფილია დეზდემონას არჩევანით. იაგოს რჩევით როდერიგო ბრაბანციოს გააგებინებს რომ მისი ქალიშვილი მავრთან ერთად გაიპარა. სენატორ ბრაბანციოს ბრძანებით მათ დაედევნებიან.
ოტელო და დეზდემონა ჯვარს იწერენ. სიყვარულის ნიშნად ოტელო დეზდემონას მისთვის ძვირფას რელიკვიას - დედის მიერ სიკვდილის წინ ნაჩუქარ მოქარგულ ცხვირსახოცს ჩუქნის. იაგო ოტელოს აფრთხილებს, რომ მათ ბრაბანციო დაეძებს.
ოტელო ცდილობს აუხსნას ბრაბანციოს რომ მისი და დეზდემონას სიყვარული წრფელია და მის წინაშე ქედს იხრის.
მაცნეები ბრაბანციოს და ოტელოს შეატყობინებენ, რომ დოჟი მათ სენატში იბარებს. თურქეთის ფლოტი კვიპროსისკენ მიემართება. დოჟს ოტელოსთან ამ საკითხზე მოთათბირება სურს.
სენატი. ბრაბანციო სენატის წევრების წინაშე გამოხატავს აღშფოთებას თავისი ქალიშვილის მოტაცების გამო. ოტელო სენატში დეზდემონას მოწვევას ითხოვს, რომ მან სიმართლე თქვას. დეზდემონას მოლოდინში ოტელო საკუთარ თავგადასავალს ყვება - როგორი რთული ცხოვრება გაიარა, როგორ დაიწყო მეომრის ცხოვრება და სისხლისმღვრელ ომებში მონაწილეობდა, როგორ ჩავარდა ტყვედ და გაყიდეს მონად. დეზდემონამ კი „ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მე შემიყვარა, მე შევიყვარე ჭირთა ჩემთა თანაგრძნობისთვის“ - ასე დაასრულა ოტელომ თავისი ამბის თხრობა.
სენატში შემოდის დეზდემონა, რომელიც მამისა და სენატორების წინაშე ადასტურებს, რომ ოტელოს საკუთარი სურვილით გაჰყვა. დოჟი და სენატორები ახალდაქორწინებულებს ულოცავენ და ცდილობენ ისინი ბრაბანციოსთან შეარიგონ.
დოჟი ოტელოს აცნობებს, რომ იგი კვიპროსის გამგებელადაა დანიშნული. ოტელო მზადყოფნას გამოხატავს და მოადგილედ კასიოს ნიშნავს, რაც იაგოს განრისხებას იწვევს. იაგო ფიცს დებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის მავრს.
საზღვაო პორტი კვიპროსში. თურქული ფლოტი იღუპება. ოტელოს ბრძანებით მტრის მარცხის და დეზდემონასთან ქორწინების აღსანიშნავად ზეიმი იმართება. ყველანი მხიარულობენ და ცეკვავენ, მათ შორის ბიანკა, რომელიც მოიხიბლა კასიოთი და მისი ყურადღება მიიქცია.
მეორე მოქმედება
ოტელოს სასახლე.ბედნიერი მავრი მშობლიურ ცეკვას ასრულებს. სტუმრები იშლებიან. ოტელო ქალაქში წესრიგის დაცვას კასიოს ავალებს.
გაიძვერა იაგო კასიოს დათრობას გადაწყვეტს და როდერიგოს მასთან საჩხუბრად წააქეზებს. დიდგვაროვანი მონტანო ამაოდ ცდილობს ნასვამი ლეიტენანტის დაწყნარებას. კასიო დაჭრის მონტანოს. გაბრაზებული ოტელო კასიოს წოდებას ჩამოართმევს. იაგო თვალთმაქცურად გამოხატავს კასიოს მიმართ თანაგრძნობას და ურჩევს დეზდემონას სთხოვოს დახმარება.
ოტელოს სასახლის აივანი. დეზდემონა კასიოს ჰპირდება რომ დაელაპარაკება ოტელოს. მათი საუბრის დროს იაგოს შემოჰყავს ოტელო, რომელსაც ეჭვები აღუძრა დეზდემონას კასიოსთან ღალატის შესახებ. აღელვებული ოტელო დეზდემონას უარს ეუბნება კასიოს შეწყალებაზე. კამათის დროს დეზდემონას ოტელოს მიერ ნაჩუქარი ცხვირსახოცი დაუვარდება, რომელსაც ემილია პოულობს და იაგოს გადასცემს. სწორედ ამ ცხვირსახოცის მოპარვა დაავალა იაგომ, თუმცა რა მიზანი ჰქონდა მას ემილიამ არ იცოდა. იაგო დეზდემონას ცხვირსახოცს კასიოს მიუგდებს. იაგო აგრძელებს ოტელოზე ზემოქმედებას და ყურადღებას მიაქცევინებს მეუღლის ცხვირსახოცზე, რომელიც კასიოს ხელში აღმოჩნდება. მავრი ახლა უკვე დარწმუნებულია ცოლის ღალატში.
იაგო ოტელოს დეზდემონას დახრჩობას ურჩევს. განრისხებული ოტელო კი იაგოს კასიოს მოკვლას ავალებს. იაგო ფიცს დებს რომ უერთგულებს მავრს.
დარბაზი ოტელოს სასახლეში. დოჟის ბრძანებით ოტელოს ვენეციაშ გაიწვევენ. კვიპროსის გამგებლად ინიშნება კასიო. დეზდემონას უხარია სამშობლოში დაბრუნება. ეჭვით შეპყრობილი ოტელო კი ფიქრობს, რომ დეზდემონას სიხარული კასიოს დანიშვნითაა გამოწვეული. ოტელო დეზდემონას დიდგვაროვნების წინაშე შეურაცხყოფას აყენებს.
ღამე. ქუჩა. იაგოს მიერ წაქეზებული როდერიგო ღამით თავს ესხმის კასიოს და დაჭრის მას, მაგრამ მეორე დარტყმას კასიო ზურგიდან შეუმჩნევლად მიპარული იაგოსგან იღებს. მხლებლებს გაჰყავთ კასიო. იაგო კლავს როდერიგოს.
დეზდემონას საძინებელი. სევდიანი დეზდემონა ემილიასთან იხსენებს ბედნიერ დღეებს. ემილია ამაოდ ცდილობს დაამშვიდოს დეზდემონა. იგი დაითხოვს ემილიას და ოტელოს მოლოდინში, ლოცვის შემდეგ, ჩაეძინება.
ოტელოს შემოსვლის დროს დეზდემონას ეღვიძება. მავრი ცოლს ღალატშია დანაშაულებს. დეზდემონა ცდილობს საკუთარ უდანაშაულობაში დაარწმუნოს მეუღლე. ოტელო შეუბრალებელია დაახრჩობს დეზდემონას. შემორბის ემილია, როდერიგოს მკვლელობა რომ შეატყობინოს ოტელოს დახედავს მკვდარ დეზდემონას. ემილიას ყვირილზე შემორბიან მონტანო, იაგო და დაჭრილი კასიო. ოტელო უცხადებს მათ: დეზდემონა ღალატის გამო მოკლა და ამის დასასაბუთებლად კასიოს ხელიდან გამოსტაცებს დეზდემონასთვის ნაჩუქარ ცხვირსახოცს. გაოგნებული ემილია ამხელს ქმარს. იაგო კლავს ცოლს და გარბის. ოტელო ხვდება საკუთარ დანაშაულს, მაგრამ უკვე გვიანაა: დეზდემონა მკვდარია. მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და თავს იკლავს.