State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2021
    • ბალეტის სეზონი 2021
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 
სეზონი 169

17 აპრილი, 2021 წელი

ყურადღება:
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაცნობებთ, რომ სპექტაკლი გადაიდო.
თეატრი ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის და გაცნობებთ, რომ შეძენილი ბილეთების გამოყენება შესაძლებელია იმავე სპექტაკლებზე, რომელთა თარიღიც მოგვიანებით გამოცხადდება. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია თეატრის სალაროში და TKT.GE-ზე.


რუჯერო ლეონკავალო

ჯამბაზები
ოპერა პროლოგით, ორ მოქმედებად
ლიბრეტოს ავტორი: რუჯერო ლეონკავალო

კანიო თეიმურაზ გუგუშვილი
ნედა  მაყვალა ასპანიძე
ტონიო  სულხან გველესიანი
სილვიო  ვახტანგ ჯაშიაშვილი
პეპე  თამაზ საგინაძე

თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი

თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი 
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი 
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე

დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი 
დამდგმელი რეჟისორი: თემურ ჩხეიძე
რეჟისორის ასისტენტი: ხათუნა ბედელაძე
დამდგმელი მხატვარი: გიორგი ალექსი-მესხიშვილი
ასისტენტები: შმაგი სავანელი, ლიზა ჭიჭინაძე, ნუცა ჭყონია
ქორმაისტერის ასისტენტი: ირმა გეწაძე

განათების მხატვარი და სადადგმო სამსახურის უფროსი: ამირან ანანიაშვილი
მხატვარი მოდელიორი: თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები: ეკატერინე გელაშვილი, მარინა ბურჭულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე
თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით! თეატრში შესვლის წინ მაყურებელი ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელი და განთავსდეს ბილეთზე მითითებულ ადგილზე! წარმოდგენები შესვენების გარეშე გაიმართება.
თეატრი დაგეგმილ ღონისძიებამდე 1 საათით ადრე გაიხსნება.
„ჯამბაზები“ რუჯერო ლეონკავალოს ყველაზე ცნობილი ოპერაა. ეს ნაწარმოები, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებასთან“ ერთად, საოპერო ვერიზმის პირველი ნიმუშია.

სიუჟეტი, კომპოზიტორის ცნობით, რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. მასში მოთხრობილია მოხეტიალე დასის მსახიობთა ვნებებზე, რომელიც ფატალურად სრულდება.

პრემიერა შედგა მილანის თეატრში Dal Verme, 1892 წლის 21 მაისს. ერთი წლის შემდეგ მისი
პრემიერა გაიმართა საქართველოშიც: ქართულ თეატრში 1893 წლის 4 ოქტომბერს;  ოპერის („სახაზინო“) თეატრში კი 13 ოქტომბერს.

ბრწყინვალე მუსიკის, ორიგინალური ორკესტრობის, დრამატურგიის ცოცხალი, ორგანული განვითარების წყალობით „ჯამბაზები“ პრემიერის დღიდან უდიდესი წარმატებით სარგებლობს. ოფიციალური მონაცემებით, ის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ხშირად დადგმულ ოპერათა ოცეულში შედის. 
პროლოგი

ფარდის ახდისთანავე ტრადიციული კომედიური პერსონაჟის, ტადეოს სამოსში გამოწყობილი ტონიო ავანსცენაზე გამოდის. ის მაყურებელს მიმართავს და შეახსენებს, რომ მსახიობებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სცენაზე მათ მიერ გათამაშებულ ვნებებსა და ცრემლებს, ხანდახან, შესაძლოა, თვალთმაქცობასთან არაფერი ჰქონდეთ საერთო; წარმოდგენისას მათი განცდები შესაძლოა ისეთივე მძაფრი და ნამდვილი იყოს, როგორც რეალურ ცხოვრებაში.
 

პირველი მოქმედება

სოფლის განაპირას, ცნობისმოყვარე ხალხით გარშემორტყმული მოხეტიალე მსახიობები წარმოდგენისთვის კარავს ამზადებენ. მათი ხელმძღვანელი კანიო ყველას საღამოს სანახაობაზე ეპატიჟება. ნედა, მისი ცოლი და დასის ერთადერთი მსახიობი ქალი, ოთხთვალადან ფრთხილად ეშვება. ტონიო თავაზიანად შეაშველებს ხელს, მაგრამ ეჭვიანი კანიო მას სილას გააწნის, გვერდზე მიაგდებს და თავად ეხმარება ქალს.

იქვე მდგომი სოფლელები ტონიოს ნედასადმი ყურადღებაზე გაიხუმრებენ. მაგრამ კანიოს ეს სასაცილო სულაც არ ჰგონია, მოღუშული გამოსცრის, რომ „ზოგი თამაში, უმჯობესია არ ითამაშო“. იგი შეახსენებს ხალხს, რომ თეატრი და ცხოვრება სხვადასხვა რამაა; კანიო სულელი არ არის, უქმად არ დადგება, თუკი ვინმე მის ცოლს აედევნა; როგორც ქმარი სპექტაკლში ათასგვარ დაცინვას იტანს, მაყურებელი რომ გააცინოს, მაგრამ, თუ ნედამ ორგულობა სცენის გარეთ გაბედა, კომედია ტრაგედიად გადაიქცევა.

სოფლის მცხოვრებლები მსახიობებს ტავერნაში სასმელზე ეპატიჟებიან. კანიო და ბეპე მიჰყვებიან, ტონიო და ნედა კი რჩებიან.

ახალგაზრდა ქალი მარტოა. ჩიტის გალობა ამშვიდებს მას და თვითონაც წამოიწყებს სიმღერას თავისუფლებაზე. ტონიო შემთხვევით სარგებლობს და თავის სიყვარულს უმჟღავნებს. ნედა იცინის და აბუჩად იგდებს, მაგრამ, როდესაც კაცი, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოხვევას ცდილობს, ნედა მათრახს წამოავლებს ხელს და გააგდებს მას. შეურაცხყოფილი და განრისხებული ტონიო „აგვისტოს ღვთისმშობლის“ წინაშე იფიცებს, რომ ნედას პასუხს აგებინებს.

მოგვიანებით ქალთან საყვარელი, ახალგაზრდა გლეხი სილვიო მოდის და სთხოვს,  ეჭვიანი ქმარი მიატოვოს და მასთან ერთად გაიქცეს. ნედას ეშინია, მაგრამ, საბოლოოდ მაინც თანხმდება. ტონიო, რომელიც მათ საუბარს აყურადებდა, ახლა კანიოს მოსაყვანად გარბის. გარბის სილვიოც. ბრაზისგან გაგიჟებული კანიო ნედას საყვარლის სახელის გამხელას უბრძანებს და დანით ემუქრება. ბეპე მის დაშოშმინებას ცდილობს: სოფლელები უკვე გამოვიდნენ ეკლესიიდან, დასი წარმოდგენისთვის უნდა მოემზადოს. ტონიო კანიოს აიმედებს, რომ მისი მეტოქე აუცილებლად გასცემს თავს პიესის განმავლობაში.

კანიო მარტოა. ჯამბაზის კოსტიუმს იცვამს და სცენაზე გასასვლელად ემზადება. მისი ხვედრი ასეთია: უნდა იცინოს მაშინაც, როდესაც მწუხარებისგან თვალები ცრემლებით ევსება და ლამისაა ჭკუიდან შეიშალოს.
 


მეორე მოქმედება

გვიანი საღამოა. ხალხი სცენის წინ იყრის თავს  და წარმოდგენას ელოდება. კოლომბინას სამოსში გამოწყობილი ნედა მათ შორის დადის და ფულს აგროვებს. მაყურებელთა შორის ის სილვიოს შენიშნავს და ჩუმად აფრთხილებს.

სანახაობა იწყება. ამბავი, რომელიც სცენაზე თამაშდება, საოცრად ჰგავს მსახიობებს შორის დილით მომხდარს:

კოლომბინას ქმარი, ჯამბაზი (კანიო) შინ არ არის. ფანჯრიდან შეყვარებული არლეკინის (ბეპე) სერენადა ისმის. ამასობაში, მსახური ტადეო (ტონიო) ბაზრიდან ბრუნდება. მასაც უყვარს კოლომბინა და შემთხვევით სარგებლობს, რომ თავისი გრძნობები გაუმხილოს. მაგრამ, ქალი ხელს ჰკრავს მას და გააგდებს. არლეკინი ფანჯრიდან ძვრება, მან საყვარელს ბანგი მოუტანა, რომლითაც ქმარი უნდა დააძინოს და შემდეგ მასთან ერთად გაიქცეს. ჯამბაზი, რომელიც ეჭვებს შეუპყრია, მოულოდნელად უკან ბრუნდება. არლეკინი ფანჯრიდან ხტება და გარბის. კოლომბინა კი, გამოსამშვიდობებლად,  სწორედ იმ სიტყვებს დაადევნებს, რომელიც კანიომ ნედასგან ამ დილით გაიგონა.

ახლა ის კიდევ უფრო მძაფრად აიგივებს საკუთარი თავს მისსავე პერსონაჟთან - მოტყუებულ, რქებდადგმულ ქმართან. ბრაზისგან გაცოფებულ კანიოს თამაშის გაგრძელება აღარ შეუძლია, ცოლისგან დაჟინებით მოითხოვს საყვარლის სახელის გამჟღავნებას. მაყურებელი, რომელსაც ეს ყველაფერი სანახაობის ნაწილი ჰგონია, აღტაცებული უკრავს ტაშს  მის ოსტატურ თამაშს. ნედა ცდილობს, მოვლენები კვლავ კომედიის კალაპოტში დააბრუნოს და ეძახის: „ჯამბაზო, ჯამბაზო!“... მაგრამ მრისხანე პასუხს იღებს: არა, კანიო ჯამბაზი არ არის, მისი სახე საღებავით კი არ არის გათეთრებული, არამედ აუტანელი სირცხვილისა და მწუხარებისგან.

ხალხი ახლა უკვე გრძნობს, რომ სცენაზე რაღაც უჩვეულო ხდება. ეჭვიანობისა და ღალატისგან გონდაკარგული კანიო ცოლს იქვე დაგდებულ დანას ჩასცემს. მომაკვდავი ნედა საშველად უხმობს სილვიოს, რომელიც ბრბოში გზის გაკვლევას ცდილობს, მაგრამ კანიოს დანა მასაც მისწვდება. ახლა სცენაზე ორი მოკლული განისვენებს.

შეძრწუნებული მაყურებლის ყურამდე უკანასკნელი ფრაზა აღწევს:
„კომედია დამთავრებულია!“


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2021
    • ბალეტის სეზონი 2021
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი