თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
167-ე სეზონი
8 მარტი, 2019 წელი
ოპერის კამერატა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრის
პრეზენტაცია - კონცერტი
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
დივერტისმენტი No. 2, რე მაჟორი, K.131
ფელიქს მენდელსონ ბართოლდი
სიმფონია სიმებიანი ორკესტრისთვის No. 7 რე მინორი, MWV N 7
ბელა ბარტოკი
რუმინული ხალხური ცეკვები, Sz. 56, BB 68
არტურ უილნერის საორკესტრო ტრანსკრიპცია
სულხან ცინცაძე
მინიატურები
ალექსი მაჭავარიანი
დოლური
სოლისტი: ლელა მჭედლიძე
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება
8 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატში გაიმართება ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის „ ოპერის კამერატა“ პრეზენტაცია - კონცერტი.
კონცერტზე შესრულდება მოცარტის, მენდელსონის, ბარტოკის, ცინცაძის და მაჭავარიანის ნაწარმოებები.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს სთავაზობს თავის მსმენელს. თეატრში დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სადაც ერთმანეთს ენაცვლება საოპერო და საბალეტო პრემიერები, კონცერტები, ჩამოყალიბდა კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“. ორკესტრში გაერთიანებულია ოპერის თეატრის ყველა წამყვანი მუსიკოსი, ყველა ჯგუფის წამყვანი კონცერტმაისტერი. ეს კოლექტივი, მსმენელს შესთავაზებს ძალიან მრავალფეროვან რეპერტუარს, ბაროკოდან დაწყებულიდა თანამედროვე კამერული მუსიკით დამთავრებული. დაგეგმილია წელიწადში რამოდენიმე კონცერტის გამართვა, გასტროლები, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა.
კამერული ორკესტრის შექმნის იდეა შარშან, ოპერის თეატრის იტალიაში გასტროლის დროს გაჩნდა, როდესაც ტალიაკოცოს ფესტივალის დირექტორმა შესთავაზა ბატონ ბადრი მაისურაძეს კოლაბორაციული პროექტის გაკეთება, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ქართველი, იტალიელი და თურქი მუსიკოსები. ასე შეიკრა ორკესტრი და ჩატარდა შესანიშნავი კონცერტი, სადაც აჟღერდა იტალიური კინომუსიკა. ამ კონცერტს დიდი წარმატება ხვდა წილად იტალიაში. იქვე გაჩნდა იდეა, თბილისის ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის შექმნისა, რომელიც მუდმივად საინტერესო რეპერტუარს შესთავაზებს მსმენელს.