თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
167-ე სეზონი
10 აპრილი, 2019
პრემიერა
ჯაკომო პუჩინი
ტოსკა
ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტო: ლუიჯი ილიკა, ჯუზეპე ჯაკოზა
ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით
პრემიერა: 1900 წლის 14 იანვარი, Teatro Costanzi, რომი
პრემიერა საქართველოში: 1904 წლის 5 თებერვალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ფლორია ტოსკა, ოპერის ცნობილი მომღერალი – მაყვალა ასპანიძე
მარიო კავარადოსი, მხატვარი – ირაკლი მურჯიკნელი
ბარონი სკარპია, რომის პოლიციის მეთაური – ოთარ ნაკაშიძე
ჩეზარე ანჯელოტი, რომის რესპუბლიკის ყოფილი კონსული – გიორგი გოდერძიშვილი
მნათე – გივი გიგინეიშვილი
სპოლეტა, პოლიციის აგენტი – ალექსანდრე თიბელიშვილი
შარონე პოლიციის მეორე აგენტი – ლევან მაკარიძე
ციხის ზედამხედველი – ილია ათანელიშვილი
მწყემსი ბიჭუნა – ელენე ტყეშელაშვილი
თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი
თეატრის მთავარი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი
მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი – შალვა შაორშაძე
რეჟისორი: ჯანკარლო დელ მონაკო
რეჟისორის ასისტენტები: ზაზა აღლაძე, ხათუნა ბედელაძე, ლელა გვარიშვილი
დამდგმელი დირიჟორი: ჯანლუკა მარტინენგი
დირიჟორი: ვახტანგ მაჭავარიანი
დირიჟორის ასისტენტი: კახი სოლომნიშვილი
სცენოგრაფი: კარლო ჩენტოლავინია
კოსტიუმების მხატვარი: ესტერ მარტინი
კოსტიუმების დიზაინერის ასისტენტი: თამარ ჩარგეიშვილი
განათების მხატვარი: ტონი მარტინეტი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი – ამირან ანანიაშვილი
მთავარი გრიმიორი – ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე – გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე
ტორე დელ ლაგო პუჩინის ფესტივალის და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქცია, 2018 წელი
სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
შინაარსი
პირველი მოქმედება
რომი. სანტ’ანდრეა დელა ვალეს ეკლესია. შუადღე
ჩეზარე ანჯელოტი, წარსულში რომის რესპუბლიკის კონსული და ახლა _ გაქცეული პოლიტპატიმარი, ეკლესიაში შემორბის. როგორც კი იგი თავისი დის, მარკიზა ატავანტის საოჯახო სამლოცველოს საიდუმლო სამალავს თავს შეაფარებს, შემოდის, რომელსაც მხატვარი მარიო კავარადოსი მოჰყვება და აგრძელებს მუშაობას მარიამ მაგდალელის პოეტრეტზე. ნამუშევარი მარკიზა ატავანტის სილამაზითაა შთაგონებული, თუმცა, კავარადოსი მას არ იცნობს. მნათე წუწუნებს, რომ კავარადოსის გამო საქმე და საზრუნავი არ ელევა. მისი წასვლისთანავე ანჯელოტი გამოდის და კავარადოსის, მის ძველ მეგობარს, რომელიც რესპუბლიკელებს თანაუგრძნობდა, უმხელს, რომ მას პოლიციის შეფი, ბარონი სკარპია დევნის. კავარადოსი ჰპირდება, რომ ღამის დადგომისთანავე დაეხმარება, ახლა კი, კვლავ სამალავში უნდა დაბრუნდეს, რადგან შორიდან მხატვრის სატრფოს, ცნობილი საოპერო მომღერლის, ფლორია ტოსკას ხმა ისმის. ეჭვიანი ქალი კავარადოსის შეკითხვებს დააყრის, შემდეგ კი საღამოს პაემნის შესახებ ახსენებს. უეცრად, ნახატში მარკიზა ატავანტის ამოიცნობს და შეყვარებულს ორგულობაში ადანაშაულებს, მაგრამ მხატვარი ახერხებს თავის სიყვარულში დაარწმუნოს.
ზარბაზნის გასროლა იუწყება, რომ პოლიცია გაქცეულის კვალს დაადგა და ანჯელოტი და კავარადოსი მხატვრის ვილისაკენ მიეშურებიან. ტაძარი მლოცველებით ივსება, რომლებიც ნაპოლეონზე სავარაუდო გამარჯვების აღნიშვნას აპირებენ. სკარპია და მისი აგენტები მათ შორის ანჯელოტის ეძებენ და ეჭვს კავარადოსიზე, როგორც შესაძლო თანამზრახველზე მიიტანენ.
კავარადოსის ტოსკაც ეძებს და სკარპია იოლად ახერხებს კვლავ გააღვივოს ქალის ეჭვი მხატვარსა და ატავანტის შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე მინიშნებით, რასაც ტოსკა ცრემლებამდე მიჰყავს. ქალი ფიცს დებს, რომ შურს იძიებს და მრევლით სავსე ეკლესიიდან მიდის. სკარპია აგენტებს უბრძანებს, უკან გაჰყვნენ მას. Te Deum-ის გალობით ტაძარში პროცესია შემოდის. „ტოსკა, შენ მაიძულებ თვით ღმერთიც კი დავივიწყო!“ - შესძახებს სკარპია და მლოცველთა გუნდს უერთდება.
მეორე მოქმედება
სკარპიას ბინა ფარნეზეს სასახლეში. საღამო.
სკარპია ვახშმობს. ქვედა სართულიდან დედოფალ კაროლინას პატივსაცემად გამართული მიღების მხიარული ხმები ისმის. ჯაშუში სპოლეტა ბარონს ატყობინებს, რომ ანჯელოტის პოვნა ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ, კავარადოსი მოიყვანეს. მისი დაკითხვისას, სასახლის ერთ-ერთი ოთახიდან ტოსკას ხმა ისმის, რომელიც საზეიმო კანტატას მღერის. სკარპია თავის ხალხს უბრძანებს, მომღერალი მასთან მოიყვანონ, კავარადოსისგან კი, ინფორმაცია წამებით მოიპოვონ. როცა მხატვარი გაჰყავთ, ოთახში ტოსკა შემოდის. კავარადოსი ახერხებს გააფრთხილოს ქალი, არაფერი წამოსცდეს. მიუხედავად ამისა, როცა საწამებელი ოთახიდან მარიოს საშინელი ყვირილი ესმის, ტოსკა ანჯელოტის ადგილსამყოფელს გასცემს: დევნილი თავისი მეგობრის ვილის ბაღში, ჭაში იმალება. შემოჰყავთ ნატანჯი კავარადოსი. მალე ის გონს მოდის, ტოსკას გაცემის შესახებ იგებს და განრისხებული ღალატში ადანაშაულებს.
ბრძოლის ველიდან ახალი ამბები მოდის. ნაპოლეონმა და მისმა არმიამ, რომელიც დამარცხებული ეგონათ, სინამდვილეში, გაიმარჯვა მარენგოს ბრძოლაში. კავარადოსი ხარობს, მაგრამ, მას დასასჯელად გაათრევენ და ტოსკა სკარპიასთან მარტო რჩება. პოლიციის შეფი მომღერალს გარიგებას სთავაზობს: კავარადოსის თავისუფლების სანაცვლოდ ტოსკამ მისი სურვილი უნდა დააკმაყოფილოს. მისი შემოტევებით სასოწარკვეთილი ქალი ღმერთს საყვედურით მიმართავს. სკარპიას მოთხოვნა სულ უფრო და უფრო დაჟინებული ხდება და ტოსკა თანხმდება, რადგან იგებს, რომ ანჯელოტიმ თავი მოიკლა, კავარადოსის სიკვდილით დასჯისთვის კი ყველაფერი მზადაა.
სკარპია სპოლეტას უბრძანებს, ყალბი დახვრეტა მოამზადოს და შეახსენებს, რომ ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს, როგორც „გრაფი პალმიერის შემთხვევაში“, თვითონ კი ტოსკასა და კავარადოსისთვის უსაფრთხო გამგზავრების საშვს წერს. დოკუმენტი მზადაა და, შეძახილით „ასეთია ტოსკას კოცნა“ - ქალი ბარონს ცოტა ხნის მაგიდაზე ნაპოვნი დანით კლავს. ამის შემდეგ, მკვდარს ხელიდან დოკუმენტს გამოგლეჯს, სანთლებს აუნთებს, მკერდზე ჯვარცმას დაუსვენებს და ოთახს ჩუმად ტოვებს.
მესამე მოქმედება
მომდევნო დილა. სანტ’ანჯელოს ციხის ზედა სართული. განთიადი.
ეკლესიის ზარები ცისკრისას რეკავენ. სიკვდილით დასჯის მომლოდინე კავარადოსი შეყვარებულისთვის გამოსამშვიდობებელ წერილის წერისას მასზე მშვენიერ მოგონებებში იძირება. მოულოდნელად ტოსკა შემოდის, მომხდარის შესახებ უამბობს და მითითებებს აძლევს, როგორ გაითამაშოს საკუთარი სიკვდილი; შემდეგ კი, ჯარისკაცების შემოსვლისთანავე, იქვე იმალება.
გასროლა. ჯარისკაცები გადიან. კავარადოსი ეცემა. ტოსკა მივარდება და ხვდება, რომ სკარპიამ მოატყუა, და რომ ტყვიები, რომლითაც მხატვარი დახვრიტეს, ნამდვილი იყო. ახლა, მას მხოლოდ რამდენიმე წამი აქვს, რომ პოლიციის მოსვლამდე საყვარელი დაიტიროს: სკარპიას გვამი ნაპოვნია და სპოლეტა მკვლელის დასაპატიმრებლად მოიჩქარის. „ღვთის წინაშე შევხვდებით, სკარპია“ - შესძახებს ტოსკა და საკუთარ სიკვდილთან შესახვედრად ციხის ქონგურიდან გადაეშვება.