State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

167-ე სეზონი

15 თებერვალი  2019 წელი

პრემიერა

ჯუზეპე ვერდი
დონ კარლოსი

ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტო: ჟოზეფ მერი, კამილ დიუ ლოკლი
ფრიდრიხ შილერის დრამატული პოემის, „დონ კარლოსი: ესპანეთის უფლისწულის“ მიხედვით

პრემიერა: 1867 წლის 11 მარტი, Salle Le Peletie, პარიზი
პრემიერა საქართველოში: 1869 წლის 24 იანვარი, თბილისის „ქარვასლის“ თეატრი

ფილიპე II, ესპანეთის მეფე  – გიორგი  ანდღულაძე
დონ კარლოსი, ესპანეთის  უფლისწული – ლეონარდო გრამენია
როდრიგო, მარკიზი პოზა – ვიტორიო ვიტელი
დიდი ინკვიზიტორი – კახაბერ თეთვაძე
ბერი – გივი გიგინეიშვილი
ელიზაბეტა დე ვალუა – თამარ ივერი
პრინცესა ებოლი – სანია ანასტასია
ტებალდო ელიზაბეტის პაჟი – ნინო ჩაჩუა
გრაფი ლერმა – პაატა სუხიტაშვილი
მეფის მაცნე – პაატა სუხიტაშვილი
ხმა ზეციდან – ნინო ჩაჩუა

თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი 

თეატრის მთავარი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი
მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი – შალვა შაორშაძე

დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი: ჯაკომო საგრიპანტი


რეჟისორი: ჩეზარე ლიევი        
რეჟისორის ასისტენტები: ზაზა აღლაძე, ლელა გვარიშვილი
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: მაურიციო ბალო    
მხატვრული განათება: სტეფანო გორერი
 
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მთავარი გრიმიორი – ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე

პარმის Teatro Regio-ს 2018 წლის დადგმა

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
 „კარლოს მეხუთის საფლავის მარმარილოს ქვა, სპექტაკლში, მთავარ გმირადაა ქცეული. მარმარილო, რომლის კედლებშიც ვითარდება მოვლენები, სრულიად ცივია, მაგრამ, ამავდროულად, დიდი ვნებებით შეპყრობილი...

...ეს „დონ კარლოსი“ აბსოლუტურად წარმატებული დადგმაა. ჩვენ ვხედავთ სპექტაკლს, სადაც ვიზუალური მხარე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიყვება მუსიკალურ პარტიტურას.

წარმოდგენა სრულად წარმოაჩენს მუსიკასა და ტექსტში არსებულ დრამატიზმს... დამდგმელები აცოცხლებენ ამ ბრწყინვალე ნაწარმოებს, წარმოადგენენ რა მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთის ბნელით მოცულ სამეფო კარს და ინკვიზიციას“. 

ჯორჯო დე მარტინო, ჟურნალი „Sipario“, 22 აპრილი, 2017    
შინაარსი
 
პირველი მოქმედება
დონ კარლოსი, ესპანეთის უფლისწული, ფიქრობს ელიზაბეტაზე, რომელიც უყვარს და რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ, სამეფოს ინტერესების გამო ახლა ის მამამისის, მეფე ფილიპე მეორის ცოლია. დონ კარლოსი თავის დარდებს როდრიგოს, პოზას მარკიზს, რომელიც არწმუნებს პრინცს, მთელი ძალისხმევა ჩაგრული ფლანდრიელი ხალხის დაცვას მოახმაროს.
 
პრინცესა ებოლი და დედოფლის  სხვა ფრეილინები თავისუფალ დროს სიმღერაში ატარებენ. მათი მხიარულება მთავრდება დედოფალ ელიზაბეტას გამოჩენით, რომელიც თავისი სევდის დაფარვას ვერ ახერხებს. როდრიგო დაარწმუნებს მას დათანხმდეს და მიიღოს დონ კარლოსი. ინფანტი დედოფალს უყვება, როგორ იტანჯება ფლანდიელი ხალხი, მაგრამ მათთვის მშველელი ხელის გაწვდენის ნაცვლად, როგორ ვერ მორევია მისდამი ვნებას. ელიზაბეტა ცდილობს, დაამშვიდოს პრინცი, მაგრამ მისდამი თავის სიყვარულსაც ვერ მალავს. მოგვიანებით, მეფესთან პირადი აუდიენციისას როდრიგო აფრთხილებს მას, შეარბილოს თავისი მმართველობის სისასტიკე. მეფეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს როდრიგოს გულწრფელობა, მაგრამ ყველაზე მეტად აღელვებს ეჭვი, რომ შესაძლოა მის შვილსა და დედოფალს შორის სასიყვარულო ურთიერთობა არსებობდეს, ამიტომ, როდრიგოს სთხოვს, თვალი ეჭიროს მათზე.
 
მეორე მოქმედება
დონ კარლოსის სიყვარულში დარწმუნებული პრინცესა ებოლი მას ანონიმურ ბარათს უგზავნის და საღამოს, დედოფლის ბაღში საიდუმლოდ შესახვედრად იწვევს. დონ კარლოსს ჰგონია, რომ ბარათი ელიზაბეტასგანაა და შესახვედრად მიიჩქარის, მაგრამ, გაუგებრობა მალევე ირკვევა. სასტიკად შელახული სიამაყე პრინცესას შურისძიებისკენ უბიძგებს.
 
როდრიგო სთავაზობს დონ კარლოსს, ნებისმიერი საიდუმლო დოკუმენტი, რაც გააჩნია, მას მიაბაროს შესანახად. ატოჩის ღვთისმშობლის ტაძრის მოედნის შუაში კოცონი გიზგიზებს და აუტოდაფეზე დასასწყებად ხალხი იკრიბება. აქვე არიან ფლანდრიელი დელეგატებიც. როდესაც რამდენიმე განსასჯელს კოცონზე დასაწვავად გაგზავნიან, დონ კარლოსი მამის წინაშე ფლანდრიელთა თავისუფლებისთვის შუამდგომლობს. ფილიპე მეორე უარობს, მოუსმინოს შვილს. მოთმინებადაკარგული დონ კარლოსი მამაზე ხმლით გაიწევს, მაგრამ, მას სწრაფად განაიარაღებს როდრიგო.
 
მესამე მოქმედება
გვიან ღამით, თავის პალატებში, ფილიპე მეორე ღრმა ფიქრებს მოუცავს: ელიზაბეტას არ უყვარს იგი. თუ გადაწყვეტს, რომ შვილი სიცოცხლეს გამოასალმოს, მოისურვებს თუ არა დიდი ინკვიზიტორი მისთვის ამ ცოდვის შენდობას? თანაც, დონ კარლოსის ეს „დანაშაული“ არაფერია ფლანდრიელების თავისუფლებისადმი კადნიერ მოწოდებასთან შედარებით, რომელიც როდრიგომ გააჟღერა, ამიტომ, სწორედ როდრიგოა ის, ვინც უნდა მოკვდეს. ფილიპე მეორე უარზეა, მისთვის ერთადერთი სანდო კარისკაცი გასწიროს.
 
გამოჩნდება ელიზაბეტა: მისი ძვირფასეულობის ზარდახშა ვიღაცამ მოიპარა. ირკვევა, რომ ზარდახშა მეფეს აქვს და ქალს მის გახსნას უბრძანებს. სამკაულებს შორის დონ კარლოსის მინიატურული პორტრეტია. ღალატში დადანაშაულებული დედოფალი გონებას კარგავს. მას ხელს შეაშველებს პრინცესა ებოლი, თავადაც თავზარდაცემული, რადგან მეფისთვის ზარდახშის გადაცემა მის სინდისზეა. მას მერე, რაც დანაშაულს აღიარებს, შეძრწუნებული დედოფალი უბრძანებს მას, დატოვოს სასახლის კარი.
 
დონ კარლოსი ციხეშია. მასთან როდრიგო მოდის, რომელიც საბოლოოდ მიხვდა, რომ განწირულია, რადგან კარლოსისგან მისთვის მიბარებული საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს. ამის თქმისთანავე, დაქირავებული მკვლელები ზურგიდან ესვრიან მას. როდრიგო კარლოსის ხელებში კვდება.
 
მეფე ათავისუფლებს პრინცს, მაგრამ ის, ამჯერად, უკვე სახალხოდ ავლენს მამისადმი უპატივცემულობას. ხალხი აღშფოთებულია, ის უფლისწულს მოითხოვს. მეფეს დიდი ინკვიზიტორი ექომაგება. ხალხი უკან იხევს.
 
მეოთხე მოქმედება
დონ კარლოსი გადაწყვეტს, დატოვოს ესპანეთი და ფლანდრიაში გაემგზავროს. მონასტრის სავანეში, ის უკანასკნელად, გამოსამშვიდობებლად ხვდება დონ კარლოსს, მაგრამ, მათდა გასაოცრად, იქვე აღმოჩნდება მეფე, რომელიც დიდი ინკვიზიტორისგან კარლოსის დასჯას მოითხოვს. დონ კარლოსი თავს იცავს და კარლოს მეხუთის საფლავისკენ იხევს. იმავე წამს, მონასტრის ჩრდილიდან გამოჩნდება ბერი. იგი გარდაცვლილი იმპერატორის აჩრდილია, მოსასხამითა და სამეფო გვირგვინით. გაოგნებულ დამსწრეთა თვალწინ, კარლოს მეხუთე ხელს ჩაავლებს და მონასტერში მიათრევს დონ კარლოსს.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი