ყურადღება! ახალი რეგულაციები მაყურებლებისათვის
გაცნობებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია, რომელიც ასევე შეეხება თეატრში მოსულ მაყურებელს!
სპექტაკლზე დაიშვებიან მწვანე სტატუსის მქონე პირები:
1. სრულად ვაქცინირებული პირები;
2. 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის მქონე პირები;
3. 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის მქონე პირები;
4. პირები, რომლებსაც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გადატანილი აქვთ კორონავირუსი.
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.