„სოფლის ღირსება“ - ამ წლის კიდევ ერთი პრემიერა ოპერაში!


19 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლები ასევე შედგება 20, 23 და 24 დეკემბერს.

19 დეკემბრის პრემიერაზე მთავარ პარტიებს შეასრულებენ მოწვეული სოლისტები - ნინო სურგულაძე და მიხეილ შეშაბერიძე, ასევე, ოპერის თეატრის სოლისტები - სულხან გველესიანი, ელენე ჯანჯალია და ირინა ალექსიძე.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდსა და ორკესტრს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.

ოპერის დამდგმელი რეჟისორია - ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში, PERIS COSTUMES -ის ატელიეში დამზადდა.

20 დეკემბერს იმღერებენ:
ხათუნა ჭოხონელიძე (სანტუცა), არმაზ დარაშვილი (ტურიდუ), ნატალია ვოლჩენკო (ლუჩია), ოთარ ნაკაშიძე (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), სპექტაკლს სპეციალური მოწვევით მაესტრო ალბერტო ვერონეზი (იტალია) უდირიჟორებს.

23 დეკემბრის შემადგენლობაა:
თეა დემურიშვილი (სანტუცა), ანზორ ხიდაშელი (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია), სულხან გველესიანი  (ალფიო), სტაჟიორი თამარ ლებანიძე (ლოლა).

24 დეკემბერს  სპექტაკლში იმღერებენ:
მაყვალა ასპანიძე (სანტუცა), ზაზა ზაალიშვილი (ტურიდუ), ნატალია ვოლჩენკო (ლუჩია), ვანო გალუაშვილი (ალფიო), ირინა ალექსიძე (ლოლა).
 
სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა.

პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში, Teatro Costanzi-ში შედგა, ხოლო თბილისში პირველად 1892 წელს დაიდგა.