საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება ნიუ-იორკში

საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, 2022 წლის 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში, საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, პარტნიორები - კულტურისა და განათლების ფონდი და ამერიკული კულტურის ცენტრი. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აჭარა ჯგუფი და ასოციაცია ქართული ღვინო.
კოსციუშკოს ფონდის პრესტიჟული დარბაზი უმასპინძლებს გალა-კონცერტს, ქართული ღვინის დეგუსტაციას და ცნობილი ქართველი მხატვრის, ეთერ ჭკადუას გამოფენას.