საბალეტო დასის გასტროლი იტალიაში

იტალიაში იწყება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის გასტროლი. ქალაქ კალიარიში საბალეტო დასი მაყურებელს „გედების ტბას“ წარუდგენს. 13-დან 20 დეკემბრის ჩათვლით, Teatro Lirico di Cagliari-ში შვიდი სპექტაკლი გაიმართება, რომელშიც Teatro Lirico di Cagliari-ის ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლებს დავით მუქერია უდირიჟორებს. საბალეტო დასი თბილისში 22 დეკემბერს დაბრუნდება.