პროექტის Opera(e)Studio ფარგლებში დაგეგმილი თანაპროდუქციის „სიყვარულის ნექტარი“ შემადგენლობა ცნობილია!

 
ამა წლის თებერვალში, ბოლონიაში, თბილისში, მადრიდსა და ტენერიფეში ჩატარებული მოსმენების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 181 კანდიდატმა 33 სხვადასხვა ქვეყნიდან, შეირჩა გაეტანო დონიცეტის ოპერის „სიყვარულის ნექტარი“ ორი შემადგენლობა - 10 ახალგაზრდა მომღერალი 7 ქვეყნიდან (ესპანეთი, საქართველო, იტალია, ალბანეთი, კოლუმბია, პორტუგალია და ვენესუელა).
კონკურსის გამარჯვებულები:
 
მარია რიტა კომბატელი და ბეატრიც დე სოუზა (ადინა)
კლოდჟან კაჯანი და ცეზარ არიეტა (ნემორინო)
ალბერტო ბონიფაციო და იაკობო ოჩოა (ბელკორე)
გივი გიგინეიშვილი და მატეო ანდრეა მოლიკა (დულკამარა)
სოფია ესპარცა და ელეონორა ბოარეტო (ჯანეტა)
 
შერჩეული მომღერლები გარდა სპექტაკლებში მონაწილეობისა, ტენერიფეში გაივლიან მრავალმხრივ პროფესიულ მომზადებას ოპერასთან დაკავშირებულ ყველა დისციპლინაში. მათ ასევე ჩაუტარდებათ მასტერკლასები ყველა მონაწილე თეატრში.
 
სპექტაკლის „სიყვარულის ნექტარი“ საპრემიერო ჩვენებები დაგეგმილია 2019-2020 წწ. სეზონზე:
 
2019 წლის 24, 25, 26, 27 ოქტომბერი, Ópera de Tenerife;
2020 წლის 25, 27, 29 თებერვალი/1 მარტი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი;
2020 წლის 12, 14, 15, 16, 17, 18 ივლისი, Teatro Comunale di Bologna.
 
 
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია პაბლო მარიტანო, რომლის შთაგონების წყაროსაც წარმოადგენს კინემატოგრაფიის ოქროს ხანა. ჯადოსნური სამყარო, რომელიც შეიქმნება იმ პერიოდის ჰოლივუდის ფილმების გადასაღები მოედნებისგან.
 
პროექტი ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა“ ფინანსური მხარდაჭერით.