პრემიერა - „ტურანდოტი“

ტორე დე ლაგოს პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის ერთობლივი პროდუქციის, ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტის“ თბილისური პრემიერა 2018 წლის 25 მარტს შედგება.

პროექტი ჟურნალისტ ალფონსო სინიორინის დებიუტია საოპერო რეჟისურაში, ასევე, მხატვრისა და სკულპტორის, კარლა ტოლომეოს დებიუტი - სცენოგრაფიაში. კოსტიუმები ცნობილ დიზაინერს, ფაუსტო პულიზის და ლეილა ფტეიტას ეკუთვნით.

სპექტაკლის იტალიური პრემიერა ტორე დე ლაგოს ფესტივალზე გასულ ზაფხულს გაიმართა და მან უაღრესად დადებითი შეფასება დაიმსახურა. 

7 დეკემბერს, იტალიის ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე Canale 5-ზე შედგა ტორე დე ლაგოს პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის ერთობლივი პროდუქციის, ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტის“ პრემიერის ჩვენება. ამავდროულად, პერიოდული პრესის საშუალებით მთელი იტალიის მასშტაბით გავრცელდა ოპერის DVD ჩანაწერი.

ივლისში, ჩვენი თეატრი „ტურანდოტს“ პუჩინის ფესტივალზე სხვა სპექტაკლებთან ერთად შეასრულებს.

სრული საპრემიერო შემადგენლობა იხილეთ აქ: