ოპერის თეატრის კიდევ ერთი საჩუქარი ბავშვებს!


11 ივნისს, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, სპეციალურად მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეებისა და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის, საპრემიერო სპექტაკლს დღისით გამართავს.  
 
ოპერის თეატრი  8 სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეებს თბილისიდან, რუსთავიდან და გორიდან, უმასპინძლებს გაეტანო დონიცეტის ოპერით „სიყვარულის ნექტარი“.
 
დღის სპექტაკლს ოპერაში დაესწრებიან: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი, ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ევ. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, სკოლისგარეშე სახელოვნებო  საგანმანათლებლო დაწესებულება თელავის ნ. სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების სკოლა #1, კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია და „ჩვენი სკოლა“, ხელოვნების სკოლა  „აფხაზეთი“.
 
11 ივნისს სპექტაკლში „სიყვარულის ნექტარი“ მთავარ პარტიებს იმღერებენ: მარიამ როინიშვილი (ადინა), ირაკლი მურჯიკნელი (ნემორინო), ოთარ შიშინაშვილი (ბელკორე), გივი გიგინეიშვილი (დულკამარა), ირინა შერაზადიშვილი (ჯანეტა). სპექტაკლში მონაწილეობენ: ოპერის გუნდი და ორკესტრი ოპერის მთავარი დირიჟორის, მაესტრო - ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.