„ნაბუკოს“ პრემიერა და გიორგი გაგნიძის ვარსკვლავის გახსნა 11 თებერვალს გაიმართება



ძვირფასო მაყურებლებო!  გაცნობებთ, რომ 11 თებერვალს გაიმართება დაგეგმილი საპრემიერო სპექტაკლი "ნაბუკო" და გიორგი გაგნიძის ვარსკვლავის გახსნა.  
მაყურებელთა დასწრება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული თარიღისთვის შეძენილი ბილეთებით.

უახლოეს დღეებში  დაანონსდება, თუ როდის შეძლებთ  ისარგებლოთ 5, 6,12 და 13 თებერვლის ''ნაბუკოს'' პრემიერებზე  დასასწრებად  შეძენილი ბილეთებით.

ასევე გაცნობებთ, რომ ,,მწვანე პასპორტთან" დაკავშირებული რეგულაცია  გაუქმებულია.