კონკურსი ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის დახელოვნების აკადემიაში Opera(e)Studio მონაწილეობის მისაღებად


ტენერიფეს საბჭო, Ópera de Tenerife-ს მეშვეობით, ბოლონიის Teatro Comunale-სა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან ერთად, აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის დახელოვნების აკადემიაში Opera(e)Studio მონაწილეობის მისაღებად, რომელიც წელს ევროკომისიის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მრავალმხრივი დახელოვნების აკადემია ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის, Ópera de Tenerife-ს, ბოლონიის Teatro Comunale-სა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომდევნო თეატრალური სეზონის ფარგლებში წარმოადგენს გაეტანო დონიცეტის ოპერას „სიყვარულის ნექტარი“. ნაწარმოები შეარჩია აკადემიის ხელმძღვანელმა ჯულიო ზაპამ, პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მომღერლების მიერ ჩატარებული სამუშაოს წარმოსაჩენად.

შერჩეულ მომღერლებთან Ópera de Tenerife-ს პროფესიონალთა გუნდი 2019 წლის სექტემბრის დასაწყისიდან იმუშავებს დადგმის სრულ განხორციელებამდე, ხოლო ამ პროცესს დააგვირგვინებს 4 სპექტაკლი, რომელიც გაიმართება ტენერიფეში, 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. „სიყვარულის ნექტარის“ მომდევნო სპექტაკლები დაგეგმილია საქართველოსა და იტალიაში, და შესრულდება იმავე შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 2020 წლის თებერვალში (4 სპექტაკლი), ხოლო ბოლონიის Teatro Comunale-ში (6 სპექტაკლი) 2020 წლის გაზაფხულზე.

2019 წელს, Opera(e)Studio გამართავს შესარჩევ მოსმენებს 4 ქალაქში: 4, 5 და 6 თებერვალს ბოლონიის Teatro Comunale-ში (ბოლონია, იტალია), 8 და 9 თებერვალს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (თბილისი, საქართველო), 11, 13 და 14 თებერვალს მადრიდის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში (მადრიდი, ესპანეთი) და 16 თებერვალს Auditorio di Tenerife-ში (ტენერიფე, ესპანეთი).

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე კონკურსის პირობები იხილეთ Auditorio di Tenerife-ს ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობისთვის დაიშვებიან ვოკალისტები, რომლებიც 1987 წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ დაიბადნენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@operadetenerife.com არაუგვიანეს 2019 წლის 20 იანვრის 12:00 საათისა (შუადღე).  

ინფორმაცია იხილეთ აქ:

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ბმულს

კონკურსის პირობები

სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

პროექტის მენეჯერს საქართველოში:
რუსუდან მაცაბერიძე
მობ: +995 599657765 
rusikomatsaberidze@yahoo.com


პროექტის კოორდინატორს საქართველოში:
მაია სამნიაშვილი
მობ: +995 595056799
mayasamniashvili@gmail.com