„კარმენი“ ორი დებიუტით


7 და 11 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ მორიგი წარმოდგენები გაიმართება.

7 ოქტომბერს შედგება ახალგაზრდა ტენორის მიხეილ შეშაბერიძის დებიუტი თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. მომღერალი 2012 წლიდან ინტენსიურად გამოდის მსოფლიო საოპერო სცენებზე: არენა დი ვერონა, ვერდის თეატრი, ხორვატიის ნაციონალური თეატრი, მადრიდის სამეფო თეატრი. იგი თანამშრომლობს ცნობილ მაესტროებთან და რეჟისორებთან, როგორებიც არიან: პაოლო ოლმი, ივო ლიპანოვიჩი, ჯანპაოლო ბისანტი, ჯანლუკა მარტინენი, ივორ ბოლტონი, კასპერ ჰოლტენი, დანიელ ორენი, ანდრეა ბატისტონი, ჯულიან კოვაჩევი.
7 ოქტომბერს მიხეილ შეშაბერიძეს პარტნიორობას გაუწევენ: ირინა ალექსიძე, თინათინ მამულაშვილი, ოთარ ნაკაშიძე, გივი გიგინეიშვილი, გიორგი წამალაშვილი, ნინო ჩაჩუა, ნუცა ზაქაიძე, ალექსანდრე დეკანოიძე, ირაკლი მუჯირი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ბალეტი, ორკესტრი. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
 
11 ოქტომბერ შედგება ოპერის თეატრის სოლისტის, ოთარ ჯორჯიკიას დებიუტი „კარმენში“ დონ ჟოზეს როლში. ოთარ ჯორჯიკია რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ის თანამშრომლობს ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორიცაა: ჟორჟ პრეტრი, ვლადიმირ აშკენაზი, მიხაილ ბოდერი, გერდ ალბრეხტი, ვალერი გერგიევი, ფაბიო ლუიზი. მას შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს დიდ მომღერლებთან, კერძოდ: კრასიმირა სტოიანოვა, პლასიდო დომინგო, სონდრა რადვანოვსკი, მიხაელ შადე, ნატალი სტუცმანი, მარიანა ლოპოვსეკი და მრავალი სხვა. 11 ოქტომბერს „კარმენში“ მთავარ პარტიებს მასთან ერთად შეასრულებენ: თეა დემურიშვილი, ვანო გალუაშვილი, ირინა თაბორიძე, ირაკლი მუჯირი, თამაზ საგინაძე, მარიამ ნაჭყებია, ელენე ჯანჯალია, გიორგი ჭელიძე, გიორგი წამალაშვილი. სპექტაკლს უდირიჟორებს სპეციალური მოწვევით ჩამოსული ბეატრიჩე ვენეცი - ნეაპოლის ახალგაზრდული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი.

„კარმენის“ დამდგმელი რეჟისორია - ლევან წულაძე, სცენოგრაფი - ირაკლი ავალიანი, კოსტიუმების მხატვარი - პოლინა რუდჩიკი, დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორეოგრაფი გია მარღანია.  სპექტაკლში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები, გუნდი, საბალეტო დასი და ორკესტრი.

ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ პრემიერა 1875 წელს, პარიზში,Opera Comique-ისსცენაზე შედგა. თბილისის ოპერის თეატრში „კარმენი“ზუსტად 10 წლის შემდეგ, 1885 წელს დაიდგა. სპექტაკლმა დიდი წარმატება მოიპოვა, იმთავითვე დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი საოპერო თეატრის სცენაზე და მას შემდეგ კიდევ არაერთი ვერსია დაიდგა. მსოფლიო საოპერო სცენების ბოლო 5 წლის სტატისტიკით „კარმენი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ხშირად დადგმული ოპერაა.