ბადრი მაისურაძის მასტერკლასი

 

ბერლინის შტაატსოპერასთან ერთად  მიმდინარე პირველი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,    დღეს,  მასტერკლასი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ ჩაატარა.

ამით პროგრამის ქართული ნაწილი დასრულდა. ბადრი მაისურაძის მასტერკლასი Staatsoper Unter den Linden-ის საერთაშორისო საოპერო სტუდიის ოთხივე მომღერალმა გაიარა.

ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 27 ივნისს, დაგეგმილია ერთობლივი კონცერტი Staatsoper Unter den Linden-ის საკონცერტო დარბაზში Apollo-Saal. 28 ივნისს მომღერლებს მასტერკლასს  ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი დებორა პოლასკი ჩაუტარებს.

ბერლინის შტაატსოპერასთან გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის  თანადაფინანსებით.