State Opera of Georgia
  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი
165-ე სეზონი

11 ივნისი, 2017 წელი

პრემიერა

გაეტანო დონიცეტი

სიყვარულის ნექტარი
კომიკური ოპერა 2 მოქმედებად

ლიბრეტოს ავტორი: ფელიჩე რომანი

რეჟისორი, მხატვარი და სცენოგრაფი
ფერნანდო ბოტერო

რეჟისორის ასისტენტი - ვიქტორ გარსია სიერა
დირიჟორი - ფაბრიციო კასი

ნემორინო - გიორგი დავითაძე
ადინა - ნინო ჩაჩუა
ბელკორე - გიორგი მჭედლიშვილი
დულკამარა - მიხეილ ქირია
ჯანეტა - თამთა კორძაია

თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი

მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი შალვა შაორშაძე
რეპეტიტორი სიმონე სავინა
რეჟისორის ასისტენტები ლელა გვარიშვილი, ზაზა აღლაძე
სადადგმო სამსახურის უფროსი ამირან ანანიაშვილი
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი თამარ ჩარგეიშვილი
გრიმიორი ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები ეკატერინე გელაშვილი, მარინა ბურჭულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე

„სიყვარულის ნექტრის“ ამ ვერსიაში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი საიუბილეო, 165-ე სეზონზე წარმოგიდგენთ, თითოეული პერსონაჟის გარეგნული სახე ფერნანდო ბოტეროს ნახატებს ეფუძნება და დონიცეტის დიდებულ მუსიკაში ცოცხლდება. 

ყველა ის ელემენტი, რომლითაც ესა თუ ის პერსონაჟი გამოირჩევა, თავად ამ „მხიარული ოპერის“ პარტიტურაშია მონიშნული და კომიკური ოპერის ჟანრის ტრადიციებში ჩამოყალიბებული. დონიცეტი, „სიყვარულის ნექტრის“ მუსიკით ბოტეროს ჯადოსნურ, პარალელურ სამყაროში შეგვიყვანს, სადაც გულუბრყვილო ნემორინოს, ჭირვეული ადინას და შარლატანი დულკამარას თავშესაქცევი ამბავი ცირკში გათამაშდება.

„სიყვარულის ნექტრის“ ამ ექსკლუზიური ვერსიის პრემიერა 2014 წლის თებერვალში, ბუსეტოში (იტალია) შედგა.  იმავე წლის მაისში - ლიმას, 2016 წელს - სევილიის ტრიუმფალური პრემიერების შემდეგ, ამ უნიკალური სპექტაკლის ნახვა ქართველ მაყურებელს 28 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით შეუძლია.

პირველი მოქმედება

პირველი სცენა
ნემორინო, ახალგაზრდა, ღარიბი გლეხი, უთვალთვალებს ფერმის მშვენიერ მეპატრონეს, ადინას, რომელიც დასასვენებლად ჩამომსხდარ მომკელებს შორის ზის და კითხულობს. ნემორინო სასოწარკვეთილია - ადინა ისეთი ლამაზია, ისეთი განათლებული და  მიუწვდომელი... მუშების თხოვნით, ადინა მათ ხმამაღლა უკითხავს, როგორ მოიპოვა მამაცმა ტრისტანმა მშვენიერი იზოლდას სიყვარული ჯადოსნური ელექსირის დახმარებით. ნემორინო გადაწყვეტს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ასეთი სასმელი.

გაისმის დაფდაფების ხმა და სოფელში შემოდის გარნიზონი სერჟანტ ბელკორეს მეთაურობით. ბელკორე დაუყოვნებლივ წარუდგება ადინას, ყვავილების თაიგულს მიართმევს და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, ცოლობას სთხოვს. ქალი ჰპირდება, რომ იფიქრებს ამაზე. შეშინებული ნემორინო სასწრაფოდ გამოუტყდება სიყვარულში ადინას, რომელიც პასუხობს, ჩემს სიყვარულზე ოცნებაში დრო ტყუილად არ დაკარგო, უმჯობესია ქალაქში მყოფ ავადმყოფ ბიძას მოუაროო.
 
მეორე სცენა
ამასობაში, სოფელში მოხეტიალე ექიმბაში, დულკამარა ჩამოდის და მოსახლეობას „სასწაულმოქმედ ბალზამებს“ სთავაზობს. ნემორინო მორიდებით კითხულობს, აქვს თუ არა მას ზუსტად ისეთი სიყვარულის ელექსირი, როგორიც ადინას წიგნშია აღწერილი. ბელკორე არწმუნებს, მაქვსო, და ერთ ბოთლ ბორდოს ღვინოს მიჰყიდის. ნემორინო ამ „ჯადოსნურ სასმელში“ უკანასკნელ დუკატს გადაიხდის და ბოთლს დაუყოვნებლივ გამოცლის. თუმცა, დულკამარა უხსნის, შედეგს მომდევნო დღეს დაელოდოს - ამ დროისთვის თაღლითი ექიმბაში უკვე ძალიან შორს იქნება.

ადინა გაოცებულია: ნემორინო თვალსა და ხელს შუა შეცვლილა, ხუმრობს, იცინის, მხიარულობს და მას ზედაც არ უყურებს. გაბრაზებული ქალი, სამაგიეროდ, ბელკორეს ეარშიყება და, რაკი გარნიზონმა სოფელი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, ქორწინებაზეც თანხმდება. თავზარდაცემული ნემორინო ევედრება ადინას, ერთი დღე მაინც მოიცადოს, ოღონდ, ამით მხოლოდ ბელკორეს რისხვას იმსახურებს. ადინა კი, დაძაბულობის განსამუხტად, სოფლელებს თავისთან, ნიშნობაზე ეპატიჟება.
 

მეორე მოქმედება

პირველი სცენა
წვეულება დიდი ხანია, დაიწყო, მაგრამ ადინა გაღიზიანებულია - მისი განზრახვა, საქორწინო კონტრაქტისთვის ხელი ნემორინოს ცხვირწინ მოეწერა, ჩაიშალა; ნემორინო წვეულებაზე არ მოდის. ამიტომ ქალი გადაწყვეტს, ქორწილი საღამომდე გადადოს.

სასოწარკვეთილი ნემორინო დულკამარას ეკითხება, როგორ უნდა დააჩქაროს ელექსირის მოქმედება. შარლატანი პასუხობს, ეს მხოლოდ დოზის გაზრდითაა შესაძლებელიო, და  თუკი ყმაწვილს მეორე ბოთლიც სურს, მან, ცხადია, უნდა გადაიხადოს. ჯიბეცარიელი ნემორინო იძულებულია, მისი მეტოქის, ბელკორეს შეთავაზება მიიღოს და ფულის გამო არმიაში ეწერება, სადაც ოც სკუდოს უხდიან, ისიც დაუყოვნებლივ გაქანდება ელექსირის მეორე ბოთლის საყიდლად.
 
მეორე სცენა
მოულოდნელად, სოფლელები ახალ ამბავს შეიტყობენ: ნემორინოს ქალაქელი ბიძა გარდაცვლილა და მისთვის დიდი მემკვიდრეობა დაუტოვებია. ახალგაზრდა კაცმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის, ამიტომ, როცა მეორე ბოთლის გამოცლის შემდეგ გოგოები ეხვევიან, ჰგონია, რომ ელექსირმა, ბოლოსდაბოლოს, მოქმედება დაიწყო.

ადინა, რომელიც ნემორინოს არმიაში ჩაწერის გამო თავს იდანაშაულებს, მას გოგონების გარემოცვაში ხედავს და ეჭვიანობს. დულკამარა ქალს ელექსირის საოცარ ძალაზე ეტრაბახება და მის გასინჯვას სთავაზობს. მაგრამ ადინა დარწმუნებულია საკუთარი ძალებში.

გოგონებით გარემოცული ნემორინო ადინას თვალებში ცრემლებს ამჩნევს და ჰგონია, რომ ქალი მის გამო დარდობს. თუმცა, როცა ადინა ატყობინებს, რომ მისი გაწვევის საბუთები გამოისყიდა, ის კვლავ გულგრილი რჩება.

საბოლოოდ, ადინა ნემორინოს სიყვარულში გამოუტყდება. მოულოდნელად შემოსული ბელკორე წყვილს ერთად ხედავს, ნირწამხდარი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, ამქვეყნად ათასობით ქალი ოცნებობს ჩემს სიყვარულზეო. სოფლელები დიდი პატივით მიაცილებენ დულკამარას, რომელიც ახალ-ახალი სივრცეების დასაპყრობად მიემართება.


  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი