საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი
164-ე სეზონი
19 ივნისი, 2016
მსოფლიო პრემიერა
„სიყვარულისთვის“
La Strada
ერთმოქმედებიანი ბალეტი
მუსიკა: ნინო როტას სუიტა ფედერიკო ფელინის ფილმიდან La Strada
მონაწილეობენ:
ჯელსომინა ნინო ანანიაშვილი
ძამპანო ფრანკ ვან ტონგერენი
მატო დიეგო ბუტილიონე
ი. ტაკანო, ჯ. აბენანტი, უ. პრატი, მ. მესხია, ფ. ფედულოვი, კ. ვაშიო, ი. სუმი,
ი. ჯელაძე, ს. მარინი, გ. ქორიძე, ნ. ფეიქრიშვილი, უ. ჰუკი
დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავონი (იტალია)
მხატვარ-ვიზაჟისტი ალექსანდრ შევჩუკი (რუსეთი)
ფრანსის პულენკი
ადამიანის ხმა
მონო-ოპერა
მონაწილეობს:
ნინო სურგულაძე
ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი
და საბალეტო დასი
დამდგმელი დირიჟორი
კარლო პონტი (იტალია)
სპექტაკლის რეჟისორი მარკო განდინი (იტალია)
დამდგმელი მხატვარი ანდრია ტოკიო (იტალია)
კოსტიუმების მხატვარი სიმონა მორეზი (იტალია)
განათების მხატვარი ვირჯინიო ლევრიო (იტალია)
პროდუქციის სამხატვრო ხელმძღვანელები სუზანნა კაეტანი (იტალია), ნინო სურგულაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები ნიალა გოძიაშვილი, ცისია ჩოლოყაშვილი
საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი
15, 17 და 19 ივნისს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“, თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი, თეატრის სცენაზე მაყურებელს მსოფლიო პრემიერას შესთავაზებს.
სპექტაკლი „სიყვარულისთვის“ ორი ნაწილისაგან შედგება და ოპერისა და ბალეტის სინთეზს წარმოადგენს, რომელშიც ერთობლივადაა წარმოდგენილი ნინო როტას სუიტაზე (ფედერიკო ფელინის ფილმიდან La Strada) დადგმული ბალეტი და ფრანსის პულენკის მონო ოპერა „ადამიანის ხმა“.
პირველ ნაწილში მთავარ როლს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი შეასრულებს, პულენკის მონო ოპერას კი მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იმღერებს.
სპექტაკლის დადგმა იტალიელმა ხელოვანებმა განახორციელეს: რეჟისორი მარკო გარდინი, ცნობილი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის პარტნიორია, დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავონი კი ლა სკალასა და მსოფლიო სხვა თეატრებში მოღვაწეობს.
სპექტაკლებს მაესტრო კარლო პონტი უდირიჟორებს.
15 ივნისის საქველმოქმედო სპექტაკლს საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფია ლორენი დაესწრო. ამ სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.