State Opera of Georgia
  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
 
სეზონი 169

22 მაისი, 2021


იგორ სტრავინსკი
ფასკუნჯი
ერთმოქმედებიანი ბალეტი

ფასკუნჯი – რუიკა იოკოიამა
ივან ცარევიჩი – დავით ანანელი
მეფის ასული – ეკატერინე სურმავა
კაშჩეი – კახა ანდრიაძე

მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფია
ანდრის ლიეპას დადგმა
მხატვრები: ალექსანდერ გოლოვინი და ლეონ ბაკსტი
კოსტუმები და სცენოგრაფია აღდგენილია ანატოლი ნეჟნის მიერ
განათება: ანდრის ლიეპა
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: იგორ პივოროვიჩი, ნინო ოჩიაური
დამდგმელი მხატვრის ასისტენტი: დავით მონავარდისაშვილი
სპექტაკლი გაიმართება აუდიოჩანაწერზე
 
ბალეტის ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი
თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით! თეატრში შესვლის წინ მაყურებელი ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელი და განთავსდეს ბილეთზე მითითებულ ადგილზე! წარმოდგენები შესვენების გარეშე გაიმართება.
თეატრი დაგეგმილ ღონისძიებამდე 1 საათით ადრე გაიხსნება.
1908 წელს, ცნობილმა რუსმა მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ ალექსანდრ ბენუამ  რუს იმპრესარიოს, „რუსული სეზონების“ დამაარსებელს სერგეი დიაგილევს ახალგაზრდა ქორეოგრაფი მიხაილ ფოკინი წარუდგინა. ერთი წლით ადრე,  „რუსულ სეზონებზე“, პარიზში, რუსული ოპერის, მხატვრობისა და მუსიკის წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, უდიდესი ანტერპრენერი სერიოზულად დაფიქრდა საბალეტო სპექტაკლების დადგმაზე და პარიზში მათ  ჩვენებაზე. ფოკინის სახით მან თანამოაზრე იპოვა. 2 აპრილი, 2016 წელი

1909 წლიდან, დიაგილევის სეზონების მომდევნო ოთხ წელს, პარიზში წარმოდგენილი იქნა ქორეოგრაფის ბალეტები: „არმიდის პავილიონი“, „ყივჩაღთა ცეკვები“, „ფასკუნჯი“, „შეჰერეზადა“, „პეტრუშკა“, „შოპენიანა“, „ვარდის ზმანება“  და სხვა – რომლებიც დღემდე საბალეტო კლასიკური მემკვიდრეობის გამორჩეულ სპექტაკლებად არიან მიჩნეულნი.    
 


„ფასკუნჯი“

„ფასკუნჯის“  პრემიერა 1910 წლის 25 ივნისს, პარიზის გრანდ ოპერაში გაიმართა.

ბალეტისთვის მუსიკის შექმნა დიაგილევმა ახალგაზრდა იგორ სტრავინსკის  დაუკვეთა. საპრემიერო სპექტაკლში უფლისწული ივანის როლი თავად ქორეოგრაფმა ფოკინმა შეასრულა, ფასკუნჯი ტამარა კარსავინამ იცეკვა, უკვდავ კაშჩეის კი ენრიკო ჩეკეტი ასრულებდა.

თბილისში ბალეტს ანდრის ლიეპა დგამს, რომელსაც ფოკინის სხვა ბალეტების რეკონსტრუქცია და აღდგენა ეკუთვნის. პრემიერა თბილისში: 2016 წლის 2 აპრილს გაიმართება.
 

 
ფასკუნჯი

კაშჩეის სამეფო.  თენდება. ხეებიდან იდუმალი შუქი ანათებს –  ეს ჯადოსნური ვაშლის ხეა. გამოჩნდება ფასკუნჯი, რომელიც  ცეცხლის ალივით ხის  გარშემო დაფრინავს. ფასკუნჯი ნაზი და ლამაზია და ცეკვის დროს ვერც კი ამჩნევს ივან ცარევიჩს, რომელიც ღობეზე გადმოხტება და დაიჭერს. ფასკუნჯი გაქცევას ცდილობს და სთხოვს ივანს თავისუფლება დაუბრუნოს. ივან ცარევიჩი  თხოვნას უსრულებს.
 
ფასკუნჯი მიფრინავს, ივანი კი ახლა სასახლიდან მომავალ გოგონებს ხედავს. ესენი უკვდავი კაშჩეის მიერ დატყვევებული მეფის ასულები არიან. ივანი ცდილობს, მათ დაეწიოს, თუმცა ისინი იმდენად მოხერხებული და სწრაფები არიან, რომ მათი დაჭერის შესაძლებლობა არ მიეცემა. ივანის სილამაზე და გამბედაობა იმარჯვებს და პირველივე ულამაზესი მეფის ასული მისი მოტაცების სევდიან ისტორიას უყვება. ცარევიჩს მათი გათავისუფლების სურვილი უჩნდება.
 
მზე ამოდის. მოჯადოებული მეფის ასულნი  მიდიან. ყოველი მხრიდან კი გამოდიან კაშჩეის ცოლები, მსახურები, მცველები და მაქციები. სულ ბოლოს თვითონაც გამოჩნდება. ივან ცარევიჩი გაქცევას შეეცდება, მაგრამ  მცველები შეიპყრობენ, რადგან კაშჩეის საზარელი რისხვა ატყდება თავს იმას, ვინც მის სამფლობელოში შემოაღწევს. სხვა მამაცი გმირების მსგავსად ივან ცარევიჩიც უნდა მოკვდეს, მას ქვად გადაქცევა ემუქრება.

ივანს ახსენდება, რომ თან სამი ბუმბული აქვს, რომელიც ფასკუნჯს გამოაცალა. ფრინველი მის გვერდით ჩნდება. მცველებს ფასკუნჯის ცეკვა ატყვევებთ. თვით კაშჩეიც კი იწყებს ცეკვას, რომელიც უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამასობაში ივან ცარევიჩი დიდ კვერცხს აღმოაჩენს, რომელშიც კაშჩეის სული ინახება. ის კვერცხს კაშჩეის ესვრის, რომელიც კვერცხის გატეხვასთან ერთად კვდება.


  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი