State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
 თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
 
სეზონი 168
 
29 სექტემბერი, 2019 
 
ადოლფ ადანი
ჟიზელი
ბალეტი ორ მოქმედებად
 
ჟიზელი - ნუცა ჩეკურაშვილი
პრინცი ალბერი - ფილიპ ფედულოვი

ჟან კორალის, ჟიულ პეროს და მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია
ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
 თეოფილ გოტიეს და ჟიულ ანრი სენ-ჟორჟის ლიბრეტო
 
 
 
დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია  
დამდგმელი მხატვარი: ვიაჩესლავ ოკუნევი
განათების მხატვარი: პოლ ვიდარ საევარანგი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი: ტატიანა რასტორგუევა
 
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
 
დირიჟორი  პაპუნა ღვაბერიძე
 
ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი


 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
მომხიბვლელი სიუჟეტის, უკვდავი მუსიკისა და ცეკვების გამო, „ჟიზელი“ საბალეტო კლასიკად იქცა და დღემდე პოპულარული და ცნობილია მსოფლიოში. სიყვარულის მრავალგვარ ისტორიას შორის, რომელიც ცეკვის ენით იქნა მოთხრობილი, არ შექმნილა უფრო ლამაზი, ვიდრე ეს რომანტიკული ბალეტი.
 
სპექტაკლის პრემიერა 1841 წლის 28 ივნისს პარიზში, მუსიკის სამეფო აკადემიის თეატრში შედგა.  „ჟიზელს“ საფუძვლად დაედო ძველი სლავური პოეტური ლეგენდა „ვილისების“ – ქორწილამდე გარდაცვლილი ქალწულების – შესახებ.
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „ჟიზელი“ პირველად 1942 წელს დადგა ვახტანგ ჭაბუკიანმა (მეორე მოქმედება). 1946 წელს, მანვე თბილისელ მაყურებელს ამ ბალეტის სრული ვერსია წარუდგინა, რომელიც 2006 წლამდე სრულდებოდა ჩვენი თეატრის სცენაზე.  
 
2006 წლის 17 მარტს თეატრში გაიმართა „ჟიზელის“ ახალი რედაქციის პრემიერა, რომლის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნის.  
 
პირველი მოქმედება
 
გრაფი ალბერი, რომელსაც სოფლის გლეხი გოგონა ჟიზელი უყვარს, საკუთარ დიდგვაროვნებას მალავს. მეტყევე ჰანსი ასევე შეყვარებულია ჟიზელზე და მის ცოლად შერთვაზე ოცნებობს. მას ეჭვი აქვს, რომ ალბერი დიდგვაროვანია და ცდილობს გამოარკვიოს ეს. მარტოდ დარჩენილი ჰანსი იმ ქოხიდან, სადაც ალბერმა თავისი დაშნა და მოსასხამი დამალა, მის დაშნას მოიპარავს, რომელზეც გრაფის გერბია ამოტვიფრული.
 
გაისმის ნადირობის მაუწყებელი საყვირების ხმა. ჰერცოგი და მისი მშვენიერი ასული ბატილდა, რომელიც დანიშნულია გრაფ ალბერზე, მეგობრებთან ერთად სწორედ იმ სახლის წინ ჩერდებიან, სადაც ჟიზელი და დედამისი ბერტა ცხოვრობენ. ჰერცოგის ქალიშვილი მოიხიბლება სოფლელი გოგონას უმანკოებით. ჟიზელი უყვება მას, რომ დანიშნულია და თხოვდება. ბატილდა ჟიზელს ყელსაბამს ჩუქნის და მოსასვენებლად მასთან სახლში შედის.
 
სოფელში მოსავლის აღებას ზეიმობენ, სადაც ჰანსი ჟიზელს უყვება სიმართლეს ალბერის შესახებ და აჩვენებს მის დაშნას. გოგონა ცდილობს პასუხი მიიღოს ალბერისგან. შეძრწუნებული ჟიზელი ცდილობს ალბერის დაშნით მოიკლას თავი. მას ესმის როგორ იხმობენ ვილისები და ჭკუიდან შეშლილი დედამისის მკლავებში კვდება.
 
 
მეორე მოქმედება
 
შუაღამეა. სოფლის სასაფლაოზე მთვარიან ღამეს გამოჩნდებიან ვილისები, ქორწინებამდე გარდაცვლილი ქალწულები. ისინი შეამჩნევენ ჰანსს, რომელიც ჟიზელის საფლავზე მოვიდა. ვილისები, თავიანთი მკაცრი მბრძანებლის, მირტას განკარგულებით, ჰანსს თავბრუდამხვევ ცეკვაში იწვევენ და აიძულებენ იცეკვოს მანამ, სანამ მიწაზე უსულოდ არ დაეცემა.
 
ჟიზელს ვერ ივიწყებს ალბერიც. ღამით ისიც მიდის საფლავთან და მაშინვე ვილისების გარემოცვაში ექცევა. ჰანსის საშინელი ბედის გაზიარება ალბერსაც ემუქრება. მაგრამ ჟიზელის აჩრდილის გამოჩენა, რომელსაც შეუნახავს თავგანწირული სიყვარული ალბერისადმი, იცავს და იხსნის მას ვილისების რისხვისაგან.
 
მზის პირველ სხივებთან ერთად ისმის ზარების ხმა, რომელთან ერთადაც ვილისების თეთრი აჩრდილები ძალას კარგავენ. უჩინარდება ჟიზელის აჩრდილიც, თუმცა იგი ყოველთვის იცოცხლებს ალბერის ხსოვნაში, როგორც მარადიული სევდა დაკარგული სიყვარულისადმი, რომელიც სიკვდილზე ძლიერია.
 


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი