მაქსიმ კამიშევი
დაიბადა უკრაინაში. 2013 წელს დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო დონეცკის ოპერის თეატრში. 2014-2018 წლებში უკრაინის ნაციონალური ოპერის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი იყო.
მაქსიმ კამიშევის რეპერტუარშია შემდეგი პარტიები: კრასი („სპარტაკი“), პა დე დე („ჟიზელი“), პა დე ტრუა, როტბარი („გედების ტბა“), ესკამილიო („კარმენ-სუიტა“), ახალგაზრდა („შოპენიანა“), ესპადა („დონ კიხოტი“), ზღაპრის გმირები ბალეტებში „მძინარე მზეთუხავი“ და „მაკნატუნა“ და ა.შ.
2012 წელს პირველი ადგილი აიღო ქერჩის საბალეტო კონკურსზე.