ოპერისა და ბალეტის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბი ლატავრა



L-Logo-(1).jpg

ოპერისა და ბალეტის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბის „ლატავრა მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და სამოქალაქო  პასუხისმგებლობის განვითარებას.

კლუბის წევრი შეიძლება გახდეს 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდა.

ახალგაზრდული კლუბის წევრები სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით:



·      ბილეთები სპეციალურ ფასად;  
·      გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების შესაძლებლობა;
·      სადადგმო რეპეტიციაზე დასწრების შესაძლებლობა;
·      ორკესტრის რეპეტიციაზე დასწრების შესაძლებლობა;
·      გუნდის რეპეტიციაზე დასწრების შესაძლებლობა;
·      პრესკონფერენციაზე დასწრების შესაძლებოლობა;
·      კლუბის წევრებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა (მათ შორის: შეხვედრა; სამხატვრო ხელმძღვანელთან, სადადგმო ჯგუფის წევრებთან, არტისტებთან და ა.შ.);
·      საზღვარგარეთ ანალოგიურ კლუბებთან ურთიერთობის შესაძლებლობა
·      თეატრის საზოგადოებრივ-შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

ლატავრა  ახალგაზრდული კლუბების ევროპული გაერთიანების Juvenilia წევრია, რაც კლუბის წევრებს საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვის საშუალებას აძლევს. 
 
წევრობის წლიური გადასახადი შეადგენს 30 ლარს. 

თუ გსურთ გახდეთ ახალგაზრდული კლუბის წევრი, შეავსეთ კითხვარი და გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youthclublatavra@gmail.com.
მას შემდეგ რაც კლუბის წევრები და ადმინისტრაცია განიხილავენ თქვენს განაცხადს კლუბში გაწევრიანების შესახებ, დაგიკავშირდებით და გაცნობებთ  გადაწყვეტილებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ოპერისა და ბალეტის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
 
რუსუდან მაცაბერიძე
კლუბის დამფუძნებელი და მენეჯერი
 
მაია სამნიაშვილი
 კლუბის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 200 44 64
ელ-ფოსტა:  youthclublatavra@gmail.com
რუსთაველის გამზ. #25, 0108, თბილისი, საქართველო
1-(2).jpg
2-(1).jpg